სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები შემუშავდება

თარიღი: 2017 სექტემბერი 22

სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.

აღნიშნული კონფერენცია პროექტის „სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში იმართება. ღონისძიებას  საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC)  და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) ახორცილებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მეირ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ:

„ჩვენი უწყება არის ერთ-ერთი წარმატებული  სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ჩართულია სოციალური მეწარმეობის განვითარების საქმეში. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი რამდენიმე წელია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ  პროექტს, თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და ამ თანამშრომლობის შედეგად დაფუძნდა არაერთი სოციალური საწარმო თბილისსა და რეგიონებში. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შარშან 26 ასეთი პროექტი დავაფინანსეთ, წელს 18, 4 წლის განმავლობაში ჯამში 60 საწარმო დაფუძნდა. დაახლოებით, ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯა ამ პროექტებზე, ამ მიმართულებით დასაქმებულია 200 ადამიანი. ეს ნამდვილად პოზიტიური დინამიკაა, მაგრამ საკმარისი არ არის.  სოციალური ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი საინტერესო კონცეფციაა და ზოგადად ასე ვითარდება ქვეყნები. ვფიქრობ, რომ სოციალური საწარმოების როლის გაზრდა აუცილებელია და ჩვენი სამინისტრო, ისევე როგორც სახელმწიფო, ხედავს აუცილებლობას, რომ გაზარდოს ინვესტიციები ამ მიმართულებით.  გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, ყოველწლიურად მეტი ინკლუზიური პროექტი გვქონდეს. ამით ხელს ვუწყობთ მათ მოტივაციას, რომ სოციალური პროცესების ნაწილად იგრძნონ თავი. ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნავს ნებისმიერი სახელმწიფო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის მუდმივად იქნება პრიორიტეტი მსგავსი პროექტების ხელშეწყობა“.

 

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.