სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 06

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. 

გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.

გიორგი ტუმასიანი :

ქალბატონო თავჯდომარევ, პატივცემულო ახალგაზრდა დელეგატებო,

ჩემთვის დიდი პატივია მივმართო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტს საქართველოს ახალგაზრდობის სახელით.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო გაეროს მისი უწყვეტი ძალისხმევისთვის, მათ შორის ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამის მეშვეობით, რათა ჩართოს ახალგაზრდები, როგორც ძირითადი პარტნიორები, წარმმართველნი და დაინტერესებული პირები გლობალური მიზნების მიღწევაში. საქართველოს ახალგაზრდობას გვსურს, საქართველოს მთავრობის მიმართ გამოვხატოთ მადლიერება საშუალებისთვის, გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი გაეროში.

ჩვენ, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდების თაობა, ვგრძნობთ ძლიერ სულისკვეთებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მოვიდა დრო, რომ ჩვენ თვითონ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ მიზნების განხორციელებაზე, რადგან ეს ჩვენი თაობის მიზნებია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა და ყველა საჭირო  საშუალება, რათა შეუერთდეს 2030 წლის სამოქმედო გეგმას, შესაბამისად არც ერთი ახალგაზრდა არ დარჩეს მის მიღმა.

მხოლოდ გლობალურ გადაწყვეტილებებს შეუძლია უპასუხოს ჩვენს წინაშე მდგარ იმ გამოწვევებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საზღვრები. ასეთი მრავალმხრივი გამოსავალია ყველაზე მეტი ინვესტიციის ჩადება ჩვენი პლანეტის საუკეთესო რესურსში - ახალგაზრდებში. ჩვენ უნდა ვაქციოთ განათლება ჩვენს პირველ პრიორიტეტად, რადგან თითოეული განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა წარმოადგენს მორიგ ნაბიჯს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

ტექნოლოგიური პროგრესი კიდევ ერთი გლობალური გამოსავალია, რათა მოვახდინოთ ჩვენი სამყაროს გარდაქმნა 2030 წლისთვის. ადამიანები უნდა განვთავისუფლდეთ იმ სამუშაოს კეთებისგან, რისი შესრულებაც ჩვენს ნაცვლად სხვადასვა ტექნიკასა თუ მოწყობილობას შეუძლია. ჩვენ ჩვენი ცხოვრებისეული დრო უნდა მივუძღვნათ ჩვენი ცივილაზიის განვითარებას, რომელსაც დავუტოვებთ მომავალი თაობებს. ტექნოლოგია არის გასაღები, რომელიც მდგრადი გავითარების მიზნების თაობას უჭირავს იმისთვის, რომ მთლიანად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლით გადავარჩინოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტა კლიმატური ცვლილებებსგან.

ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს მექანიზმები იმისათვის, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენს მომავალთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებაზე. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მდგრადი განვითარების მიზნები ჩვენი მთავრობებისა და გაეროს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ინსტრუმენტად. ამისთვის, თითოეულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს თავისი ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. მჯერა, რომ ლიდერული თვისებებით აღსავსე ჩვენი თაობა, ასევე მიაღწევს ბოლო მდგრადი განვითარების მიზანს. ჩვენ გარდავქმნით გაეროს ისე, რომ მივიღოთ უკეთესი სამყარო თითოეული ჩვენგანისთვის 2030 წლისთვის.

მსოფლიოს ყველა წერტილში, ჩვენ კრიტიკულად გვესაჭიროება ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც უანგაროდ მიუძღვნიან თავს სხვების კეთილდღეობას და იმოქმედებენ სიყვარულზე დაყრდნობით, მთელი კაციობრიობის სასარგებლოდ. ჩვენ, მდგრადი განვითარების მიზნების თაობა, სწორედ ასეთი ლიდერები გავხდებით!

ძვირფასო კოლეგებო,

საქართველოსთვის უდიდესი გამოწვევა და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციის პროცესში არის ამ მიზნების სარგებლით იმ ხალხის უზრუნველყოფა, ვინც ყველაზე მეტად არის მოწყვეტილი 2030 წლის დღის წესრიგს - საქართველოს იმ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული.

ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდობას, გვსურს, გამოხვატოთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების მიმართ. გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვზრუნავთ და გვაღელვებს თქვენი მომავალი, თქვენი მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარება ისევე, როგორც აფხაზური და ოსური კულტურების, ტრადიციებისა და ენების შენარჩუნება.

საქართველოს ახალგაზრდობა მიესალმება საქართველოს მთავრობის განუწყვეტელ ძალისხმევას ჩვენს ძვირფას აფხაზებთან და ოსებთან შერიგების მიმართულებით და ასევე იმ პროცესს, რომლითაც ხდება მათთვის მდგრადი განვითარების მიზნების სარგებლის მიწოდება, მაგალითად, მე-3 მიზნის, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის, უფასოდ წვდომის უზრუნველყოფა.

მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც აქ, გაეროს შტაბ-ბინაში ბერლინის კედლის ნაწილის გვერდით იქნება განთავსებული იმ მავთულხლართის ნაწილი, რომელიც რუსეთმა გაიყვანა რათა დაჰყოს ერთმანეთისგან ჩემი ხალხი - ქართველები, აფხაზები და ოსები. საუკუნოვანი ძმების პასუხი ამ დროებითი დაბრკოლების მიმართ უნდა იყოს ერთმანეთთან უფრო მეტი პირდაპირი კომუნიკაცია, კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისკენ გზების მოძიება, რაც მიგვიყვანს ჩვენს საერთო მშვიდობიან, გაბრწყინებულ და მდგრად მომავლისკენ.

მოვიდა დროა, რომ ჩვენ, ჩვენი საზოგადოებების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, არ მივიღოთ ჩვენი საერთო მტკივნეული გამოცდილება მემკვიდრეობით ჩვენი წინა თაობისგან. ჩვენ, საქართველოს ახალგზარდები, გიწვდით სიყვარულის, მეგობრობისა და ძმობის ხელს თქვენ, ჩვენო მოძმე აფხაზო და ოსო ახალგაზრდობავ  და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ხელის ჩამორთმევას.

მსურს ჩემი სიტყვა ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის შუა საუკუნეების პოემის "ვეფხისტყაოსნის" ციტატით დავასრულო: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია." დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ბატონო თავჯდომარევ,

მადლობა საშუალებისთვის გამოვიყენო პასუხის გაცემის უფლება საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის განცხადებასთან დაკავშირებით.

სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკას, გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ევროკავშირის შუამავლობის ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და საქართველოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის დარღვევით.

2008 წელს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, განახორციელა ეთნიკური წმენდა და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციას. ყველა ეს დარღვევა სათანადოდ დაფიქსირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

რუსეთმა უნდა დაიწყოს მოქმედება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არსებული მისი ვალდებულებების შესაბამისად. მეტიც, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები და მისცეს საშუალება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და დევნილებს, მათ შორის ახალგაზრდებს დაბრუნდნენ მათი წარმოშობის ადგილებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.