ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
ღია ონლაინ კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს განივითარონ კომპეტენციები, რომლის საშუალებითაც ჩაერთვებიან ახალგაზრდულ პოლიტიკაში, მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ეტაპების თაობაზე, აღნიშნული პოლიტიკის გავლენაზე ახალგაზრდობაში, რაც სამომავლოდ აისახება ახალგაზრდული პოლიტიკის მომავალზე.
კურსი ინტენსიურად გამოიყენებს ევროპის საბჭოს და ევროკომისიის ახალგაზრდული პარტნიორობის ახალგაზრდობის სფეროში დაგროვებულ ცოდნასა და მასალებს გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
კურსის სტრუქტურა შეიცავს 6 მოდულს.
1) შესავალი
2) 1 ახალგაზრდული პოლიტიკის საფუძვლები
3) 2 ძირითადი ელემენტები ახალგაზრდულ პოლიტიკაში
4) 3 როგორ შევქმნათ ახალგაზრდული პოლიტიკის სტრუქტურა
5) 4 ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება
6) 5 ახალგაზრდული პოლიტიკის მომავალი და კურსის დახურვა
კურსის გავლა ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა.
კურსი დაიწყება 2017 წლის 30 ოქტომბერს, გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში და დასრულდება 11 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
სამინისტროს პრესსამსახური