ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა.
პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო.
პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 23 720 ლარით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სოციალური საწარმოს მიერ ბრენდირებული 4 პატარა და 5 დიდი ვიტრინა განთავსდება თბილისსა და მცხეთაში მდებარე სუვენირების მაღაზიაში, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის რეალიზაციას.
განახლებული საწარმოს პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ახალგორის მუნიციპალიეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი უცხოელ სტუდენტებთან ერთად დაესწრნენ. სტუმრები გაეცნენ საწარმოს მუშაობის პროცესს, გაესაუბრნენ დასაქმებულებს და შეიძინეს საწარმოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
პროექტი სახელწოდებით „წეროვანის დევნილი ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა" სამინისტროს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „უკეთესი მომავლისათვის" განახორციელა.
2013-2017 წლებში 249 ახალგაზრდული იდეა დაფინანსდა, მათ შორის - 60 სოციალური საწარმო, დასაქმდა 1 000-მდე ახალგაზრდა და შშმ პირი, აქედან 200-ზე მეტი დასაქმებულია ამოქმედებულ სოციალურ საწარმოებში. პროექტების უმეტესობა განხორციელებულია რეგიონებში, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებსა და გამყოფ ხაზთან.
სამინისტროს პრესსამსახური