ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა'' შემაჯამებელი ღონისძიება,დემო დღე, "ფაბრიკაში" გაიმართა. ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეებმა პროდუქტების გამოფენა მოაწყეს. მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა.
„მეწარმეობის რეგიონული სკოლა" 2017 წლის ივნისში დაიწყო და განხხორციელდა ოთხ მუნიციპალიტეტში:ახალციხეში, გორში, ზუგდიდსა და პანკისის ხეობაში. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარების, სტარტაპების დაწყება და თვით დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტში ოთხივე მუნიციპალიტეტიდან 300-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
- დასწრებოდნენ კრეათონებს, ბიზნეს-იდეების მარათონებს პროექტში ჩასართავად შერჩევის მიზნით;
- გაევლოთ ორ ეტაპიანი სატრენინგო მოდული მეწარმეობის თემაზე;
- ჩამოეყალიბებინათ და განევითარებინათ სტარტაპ-იდეები მენტორების დახმარებით
- შეექმნათ პროტოტიპები
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე, დემო დღეზე, დამუშვებული 35 იდეიდან 13 საუკეთესო გუნდმა საკუთარი პროდუქტები წარმოადგინეს. ახალგაზრდა მონაწილეები პოტენციურ პარტნიორებსა და დამფინანსებლებს შეხვდნენ.
პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდას'' თანამშრომლობის ფარგლებში. საგანმანათლებლო ნაწილი ორგნიზაციამ ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრმა'' უზრუნველყო.
სამინისტროს პრესსამსახური