სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაცია მოეწყო

თარიღი: 2017 ნოემბერი 06



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამყოფ ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც სოფელში მდებარე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის  ხელშეწყობით დაარსდა.

ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.



ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ასევე ესტუმრნენ ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს-ხელოვნების სკოლას,  რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ 2013 წელს დააარსა.  ხელოვნების სკოლაში ნიქოზის და ახლომდებარე სოფლების მცხოვრები ბავშვები  სხვადასხვა სფეროში იღებენ განათლებას და გამოყენებით ხელოვნებას ეუფლებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად 2017 წელს გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაცია "გზა მშვიდობისკენ" ფონდის დაფინანსებით ახორციელდებდა პროექტს ,,ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი''.    

 

პროექტი მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც საზღვრისპირა ზონას წარმოადგენს, მეკლდეურობის კლუბის განვითარებას.

2017 წელს კი პროექტის ფარგლებში მოხდა ხელოვნური საცოცი კედლის კეთილმოწყობა, კერძოდ: ორგანიზაციამ შეიძინა საცოცი აღჭურვილობა, მოეწყო დამატებითი საცოცი რთული მონაკვეთები, დაიხვეწა და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები და მოეწყო მეტეოროლოგიური მოვლენებისგან დამცავი საფარი.  

პროექტს ადგილობრივ დონეზე მხარს უჭერდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლაც, კლუბის წევრები არიან ადგილობრივი ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ საცოც კედელზე და პერიოდულად ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებშიც ერთვებიან. (300-მდე ბავშვი ვარჯიშობს). პროექტი სამინისტროს მიერ დაფინანსდა: 18 995.06  ლარით.





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.