სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

სასტუმრო ”სიმპატიაში” სპორტის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

თარიღი: 2010 ივნისი 19



საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი (თავმჯდომარე გიორგი ასანიძე) და კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების ექსპერტთა საბჭო (თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე) გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) ორგანიზაცია world Learning-ის მხარდაჭერით მუშაობენ პროექტზე "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა". 

18 ივნისს თბილისში სასტუმრო "სიმპათიაში" პროექტის პირველი ეტაპის განხილვას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა სპორტის საკითხებში ლონდონის ორგანიზაცია Youth Sport Trust-ის ექსპერტ ალან ბელის, პარლამენტის დეპუტატების, ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროების, სპორტული ფედერაციების, საჯარო სკოლების დირექტორების, სპორტის მუშაკებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა გიორგი ასანიძე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ხორციელდება პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პატრონაჟით. კონფერენციის მონაწილეებს პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპის შედეგები გააცნო ვაჟა შუბლაძემ, რომელმაც შთამბეჭდავად და ღრმად გააანალიზა "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის არსებული მდგომარეობა, პროექტის ძლიერი და შემაფერხებელი მხარეები". კონფერენციაზე გამომსვლელებმა კონკრეტული წინადადებები წამოაყენეს პროექტთან დაკავშირებით.

მომდევნო კონფერენცია პროექტთან დაკავშირებით გაიმართება აგვისტოში და ალან ბელი ევროპის ქვეყნების გამოცდილებას წარმოადგენს. პროექტზე მუშაობა კი წლეულსვე, ნოემბერში დასრულდება და საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

http://www.open.ge/index.php?m=18&art=14825
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.