სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ახალგაზრდა ევროპარლამენტარების საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

თარიღი: 2010 სექტემბერი 16



ახალგაზრდა ევროპარლამენტარების საერთაშორისო ფორუმი 15 სექტემბერს სასტუმრო „შერატონ ბათუმში" ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმი საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა - გია ბარამიძემ გახსნა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თანამედროვე საზოგადოებაში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრა.

ახალგაზრდა ევროპარლამენტარებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალეკო სილაგაძე მიესალმა, რომელმაც უწყების სახელით მზადყოფნა გამოთქვა ახალგაზრდობაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემდგომ მხარდაჭერაზე. ახალგაზრდა ევროპარლამენტარების საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი ბატონი გია აგულაძე და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალგაზრდა ევროპარლამენტარების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ბათუმი მასპინძლობს 15 ქვეყნის წარმომადგენლობას: საფრანგეთი, ინგლისი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნები.

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ  გაიმართა არაფორმალური კულტურული ღონისძიება, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი ქვეყენის პრეზენტაცია მოაწყვეს. ხვალ, 16 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპარლამენტარები საკომიტეტო მუშაობას დაიწყებენ. საერთშორისო ფორუმი 19 სექტემბერს კომიტეტებში მიღებული რეზოლუციების განხილვით დაიხურება.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.