სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ვლადიმერ ვარძელაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

თარიღი: 2010 სექტემბერი 24



24 სექტემბერს,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი  მსოფლიო ბანკის ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების კოორდინატორს - ვალერია მორიკას სამინისტროში შეხდა.

შეხვედრის ფარგლებში მოხდა იაპონიის მთა ვრობის მიერ დაფინანსებული და მსოფლი ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის შუალედური შეფასება. ლადო ვარძელაშვილი და ვალერია მორიკა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი შეაჯამეს. ასევე, დაიგეგმა პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმები.

აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე  საქართველოს მასშტაბით კეთილმოეწყო რეგიონალური ახალგაზრდული ცენტრების ინფრასტრუქტურა. ახლო მომავალში საქართველოში სულ 8 ცენტრის (გორი, ახალციხე, მარნეული, გურჯაანი, ამბროლაური, ლენტეხი, დაბა ვარციხე, ზუგდიდი) ამოქმედება იგეგმება.

ჟურნალისტ ებთან საუბრისას ვლადიმერ ვარძელაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და მსოფლიო ბანკს საქართველოში პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ: „...პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას." მსოფლიო ბანკის წარმომადენელმა, ვალერია მორიკამ  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სანიმისტროს შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა აღუთქვა. ვალერია მორიკა ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით სამინისტროს ძალისხმევას მიესალმა.
 
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება 2009 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია გრძელვადიანი, შემეცნებითი, პროფესიული უნარ-ჩვევების შემსწავლელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ხასიათის კომპლექსური პროგრამების მეშვეობით მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარება. ასევე, ახალგაზრდობის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური და სულიერი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის მოხდება გრანტების გაცემა საგრანტო ფონდი შეადგენს 600 000 დოლარს. 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.