სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

”ახალგაზრდული პოლიტიკის” საჯარო განხილვა თსუ-ში ჩატარდა

თარიღი: 2010 ოქტომბერი 19



19 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში დოკუმენტის -  „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა" პრეზენტაცია ჩაატარა. 

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმართველობების ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, მისი მოაგილე გიორგი ავალიანი და  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი - თათია ელიაძე შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრა „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის" პირველი საჯარო განხილვაა. ღინისძიების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებთან დოკუმენტის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: „ჩვენი სახელმწიფოს ერთერთ მთავარ პრიორიტეტი ახალგაზრდობაა. დღეს სამინისტრო წარმოგიდგენთ ხედვას და მიდგომებს საქართველოში ახალგაზრდობის განვითარებასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრა არის „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის" პირველი საჯარო განხილვა, რომელიც თქვენგან წინადადებების და შენიშვნების მოსმენას ემსახურება. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს რეკომენდაციებს, რომლებიც  დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება."

დოკუმენტის საჯარო განხილვის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან გამართავს. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ფართო ფენებისათვის დოკუმენტის პრეზენტაცია და მათი შენიშვნების მოსმენა. ოქტომბრის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი განხილვა, სადაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის" საბოლოო ვარიანტზე შეჯერდებიან. ამის შემდეგ, დოკუმენტი  საქართველოს მთავრობას  განსახილველად გადაეგზავნება.

საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში „სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკა" არის პირველი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობის განვითარებას.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა 
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.