სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

„საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა“ არამთავრობო სექტორმა განიხილა

თარიღი: 2010 ოქტომბერი 27

27 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მონაწილეებმა დოკუმენტი „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკა" სამუშაო ვერსია განიხილეს. შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

გიორგი ავალიანმა (მინისტრის პირველი მოადგილე), ჯუმბერ ზურაბიანმა (ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ირაკლი მეგრელიშვილმა (რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და თათია ელიაძემ (ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი) საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით წინადადებები, რეკომმენდაციები და შენიშვნები მოისმინეს.

გიორგი ავალიანი:

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ჩვენი სამინისტროს მიერ. დღევანდელი ღონისძიების მიზანია გავაცნოთ დოკუმენტის პროექტი რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ სუბიექტს, რათა ახალგაზრდულ სფეროში მონაწილე ყველა ორგანიზაციამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ დოკუმენტის განვითარებაში. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, თავის მხრივ ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება მეტ პრინციპულ შენიშვნას, წინადადებას და რეკომენდაციას.“

დოკუმენტის საჯარო განხილვების ფარგლებში  სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტრო საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს საზოგადოების სხვადახვა ჯგუფთან მართავს. დღევანდელი ღონისძიება არის  „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის“ მეორე საჯარო განხილვა. მიხეილ დევდარიანის, ორგანიზაციის „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ წარმომადგენელის განცხადებით: „მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დაიწყო ახალგაზრდული დოკუმენტის საჯარო განხილვა. დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას.“

პავლე თვალიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრი:

„ვფიქრობ რომ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც  სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას ითვალისწინებს. პირადად გავეცანი დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და სამინისტროს გადავუგზავნე ჩვენი ორგანიზაციის შენიშვნები და კომენტარები. მნიშვნელოვანია რომ თითოეული პუნქტი იყოს განხილული ყველა დაინტერესებული სუბიექტის მიერ. მივესალმები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევა საშუალება გაეცნონ დოკუმენტს და თავისი აზრი დააფიქსირონ.“

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის“ საჯარო განხილვების შემდეგი ეტაპი საქართველოს რეგიონებში გაიმართება. 2010 წლის ბოლოს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამართავს შემაჯამებელ განხილვას, სადაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებიან. ამის შემდეგ დოკუმენტი საქართველოს მთავრობას განსახილველად გადაეგზავნება.

„საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკა“ არის დოკუმენტი, რომელიც ახალგაზრდობის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და მიდგომებს განსაზღვრავს.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.