ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის" მხარდაჭერით, საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლების და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. გეგმის პრეზენტაცია 4 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართა, რომელსაც აღნიშნული სამინისტროების წარმოამდგენლების გარდა სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებით უნდა ჩანაცვლებულიყო, ამ დროისათვის დასრულებულ სახეს იძენს. მიმდინარე სასწავლო წელს ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე გია გალდავას თქმით - „ პროექტი არ ემსახურება მაღალი მიღწევების სპორტს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სპორტს და მათ ხელმისაწვდომობას, მაგრამ სკოლებში დაწყებული სპორტი დიდ საფუძველს უქმნის მაღალი მიღწევების სპორტსაც.
სკოლებმა უკვე დაიწყეს სპორტის სახეობების არჩევა. მინიმუმი სამი სახეობა იქნება, თუმცა, რესურსებიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, მათ ექნებათ შესაძლებლობა უფრო მეტი სახეობაც აირჩიონ. თბილისში 181-მა სკოლამ უკვე შეარჩია სპორტის კონკრეტული სახეობები და შესაბამისად, სპორტის გაკვეთილებიც ტარდება".
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური