სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ვარძელაშვილმა სტუდენტებს „საერთაშორისო სტუდენტთა დღე“ მიულოცა

თარიღი: 2010 ნოემბერი 29



17 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღნიშნა.

სამედიცინო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს დღევანდელი დღე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა:

„სტუდენტობა ეს განსაკუთრებული ფენომენია. სტუდენტი ნიშნავს არა მარტო ადამიანს, ვინც ეუფლება გარკვეულ პროფესიას და სწავლობს უმაღლესს სასწავლებელში, არამედ იგი სიმბოლოა განათლებული, ჯანსაღი ახალგაზრდობის, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, სამშობლო, ადამიანის უფლებები, საკუთარი და საზოგადოების სხვა წევრების კეთილდეღეობა."

„სტუდენტთა საერთაშორისო დღის" ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ 16-17 ნოემბერს სპორტული, შემოქმედებითი და სამეცნიერო ღონისძიებები გამართა. „სტუდენტთა დღე" კონცერტით დასრულდა, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუმრების წინაშე სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს. კონცერტში უნივერსიტეტის უცხოელმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„სტუდენტთა საერთაშორისო დღე" საქართველოში პირველად 2009 წელს აღინიშნა. სიმბოლურია, რომ ამ ღონისძიებას სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. თარიღი სათავეს ტრაგიკული ისტორიიდან იღებს. 1939 წლის 28 ოქტომბერს, ფაშისტურმა ძალებმა ჩეხოსლოვაკიაში განათლების დღისადმი მიძღვნილი დემონასტრაცია დაშალეს. სტუდენტების დემონსტრაციის დარბევას სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტ იან იპლეტალის სიცოცხლე შეეწირა. 15 ნოემბერს, ოპლეტალის დასაფლავების დღეს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა და სტუდენტობამ საპროტესტო აქცია მოაწყო. 1939 წლის 17 ნოემბერს ფაშისტურმა ძალებმა ალყა შემოარტყა ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს. ფაშისტემბა ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დააკავეს და „ზარკსხაუზენის" საკონცენტრაციო ბანაკში 1.200 სტუდენტი გადაიყვანეს.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.