ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობის პრეზიდენტებს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უმაღლესს სასწავლებლებში მხიარულთა და საზრიანთა თამაშების აღდგენა, სასწავლებლებს შორის შეჯიბრებების გამართვა და ამ პროცესში სამინისტროს შესაძლო მონაწილეობა იყო.
შეხვედრაზე ვლადიმერ ვარძელაშვილის ინიციატივით „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ეროვნული ფედერაციის ჩამოყალიბება გადაწყდა. ეროვნულ ფედერაციას მხარს დაუჭერს და დააფინანსებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. „მ.ს.კ." ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კლუბის ღონისძიებებში საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა იქნება.
ვლადიმერ ვარძელაშვილი: „ჩვენ ვაპირებთ უმაღლეს სასწავლებლებში მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ხელშეწყობას, მათ გაძლიერებას. მომავალი წლიდან ჩვენ ვგეგმავთ მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ფედერაციის დაფინანსებას და საქართველოს მასშტაბით თამაშების ჩატარებას."
ნიკოლოზ მახვილაძე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პრეზიდენტი: „უნივერსიტეტებს შორის ჩემპიონატი 2011 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს და დეკემბრამდე გასტანს. თამაშბის შედეგად საქართველოს მასშტაბით ჩემპიონი გამოვლინდება".
შეხვედრაზე სტუდენტურ თვითმმართველობებს უმაღლეს სასწავლებლებში მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ჩამოყალიბება დაევალათ.
დღემდე „მხიარულთა და საზრიანთა კლუბს" კავშირის სტატუსი ჰქონდა. კლუბის წევრებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებელად სპონსორისი მოძებნა უხდებოდათ.
სამინისტროს პრესსამსახური