ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
27 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისპირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ „სათნოებას"ეწვია. სამინისტროს ორგანიზებით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისაათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
„სათნოების" აღსაზრდელებს მინისტრის მოადგილემ სპორტული ინვენტარი, ხოლო უნივერსიტეტის თვითმმართველობებმა ტკბილეულობა, სათამაშოები და ტანსაცმელი გადასცეს. აქციის ფარგლებში გიორგი ავალიანი ბავშვთა სახლში საცხოვრებელი პირობებით და აღსაზრდელების საჭიროებებით დაინტერესტდა.
გიორგი ავალიანი:„მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ამ ბავშვების სოციალიზაციასა და ინტეგრაციას. დღევანდელი აქციით ჩვენ ვეცადეთ გაგველამაზებინა ბაშვვთა სახლ „სათნოების" აღსაზრდელების ცხოვრების ერთი დღე."
„სათნოების" აღსაზრდელებმა სტუმრებისათვის თეატრალური წარმოდგენა გამართეს.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური