ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
7 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ სულხან სიბაშვილმა და საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილემ ისამუ აზეჩიმ მარნეულში რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებაა. ახალგაზრდულმა ცენტრმა უკვე შეიმუშავა პირველი პროექტი - „ვსწავლობთ ქართულ ენას“ რომლის განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტი რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის თანამედროვე მეთოდებით სწავლას ითვალისწინებს.
მარნეულში ახალგაზრდული ცენტრის ამოქმედება არის პროექტის „ახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა“ ნაწილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით 8 ცენტრის (გურჯაანში, გორში, მარნეულში, ახალციხეში, ზუგდიდში, ვარციხეში, ლენტეხსა და აბროლაურში) ჩამოყალიბება.
დღეისათვის დასრულებულია ახალგაზრდული ცენტრების 8-ვე შენობა-ნაგებობა გარემონტდა, აღიჭურვა საჭირო ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით, ასევე დაკომპლექტდა ცენტრებში მომუსავე პერსონალი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ წარმოადგენს პროექტის „ახალგაზრდობის განვიტთარება და ჩართულობა“ განმახორციელებელ ორგანოს.
პროექტი „ახალგაზრობის განვითარება და ჩართულობა“ დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ, გრანტის სახსრების ადმინისტრირებას საქართველოში იაპონიის საელჩო ახორციელებს. საგრანტო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 31 ივლისს მოაწერეს ხელი.
2010 წლის 9 დეკემბერს, 17:30 საათზე ამბროლაურის ახალგაზრდული ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია ჩატარდება.
სამინისტროს პრესსამსახური