სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ვლადიმერ ვარძელაშვილმა ამბროლაურში ახალგაზრდობის ცენტრი გახნა

თარიღი: 2010 დეკემბერი 10



9 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა - დავით გაგოშიძემ ამბროლაურში ახალგაზდობის ცენტრი გახსნეს. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ.

აბროლაურის ცენტრი არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, რომელიც რეგიონში მცოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას  ისახავს მიზნად. ცენტრი ადგილობივი კადრებით დაკომპლექტდა. უახლოეს  მომავალში ცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

ამბროლაურში ახალგაზრდული ცენტრი არის ნაწილი იმ პროექტისა, რომელიც  საქართველოს 8 რეგიონში ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრების გახსნას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: „ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ  ახალ ეტაპზე გადავედით. სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს 8 რეგიონში გაიხსნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ამბროლაურის ცენტრი იქნება ახალგაზრდიბის თავშეყრის ადგილი. მათ საშუალება ექნება გამოავლინონ ნიჭი და განახორციელონ საკუთარი იდეები, ონლაინ რეჟიმში დაუკავშირდებნენ სხვა რეგიონების თანატოლებს.

ახალგაზრდული ცენტრების მეშვეობით სამინისტრო სხვადასხვა რეგიონალურ პროგრამას განხორციელებს. ასევე, ცენტრების საშუალებით ჩვენ გამოვავლენთ ნიჭიერ ადამიანებს და დავეხმარებით მათ პოტენციალის რეალიზებაში."

ამბროლაურის ცენტრი ემსახურება ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის გასართობი, შემეცნებითი და სხვა პროგრამების განხორციელებას.  პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა აბროლაურის ცენტრისთვის  60 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა  ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა მცირე ბიზნეს პროექტების განხორციელებისათვის არის განკუთვნილი.

დავით გაგოშიძე (რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის გუბერნატორი): „ცენტრის მეშვეობით ჩვენ გავიგებთ ახალგაზრების საჭიროებებს და პრობლებებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გვერდში დაუდგება ცენტრს. ჩვენ ვიქნებით თანადამფინანსებლები ყველა იმ პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებას."

მირანდა კერვალიშვილი (ამბროლაურის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე) : „ძალიან მიხარია, რომ ამბროლაურში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მეშვეობით ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ განახორციელონ საკუთარი იდეები და  წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში."

საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრების ამოქმედება არის პროექტის „ახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა" ნაწილი. პროექტის ფარგლებში გარემონტდა, აღიჭურვა ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით გურჯაანის, გორის, მარნეულის, ახალციხის, ზუგდიდის, ვარციხის, ლენტეხისა და ამბროლაურის ახალგაზრდული ცენტრები.

პროექტი „ახალგაზრობის განვითარება და ჩართულობა" დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ, გრანტის სახსრების ადმინისტრირებას საქართველოში იაპონიის საელჩო ახორციელებს. საგრანტო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 31 ივლისს მოაწერეს ხელი.

 
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.