ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
9 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი აბროლაურს ეწვია. რაჭა-ლეჩხუმის-ქვემოსვანეთის გუბერნატორ დავით გაგოშიძესთან ერთად მან ამბროლაურის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ამბროლაურში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ ვარძელაშვილი ადგილობრივ სპორტულ სკოლაში არსებული პირობებით დაინტრესტდა. მინისტრის განცხადებით, სპორტული სკოლის ინფრასტრუქტურის კეტილმოწყობის პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციას სამინისტრო დახმარებას გაუწევს.
აბროლაურში ვლადიმერ ვარძელაშვილი ვარჯიშისთვის განკუთვნილ დროებით დარბაზში ჭაბუკ ფალავნებს შეხვდა. ახალგაზრდა სპორტსმენები მომავალი წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ჭიდაობის დარბაზში გადავლენ. ჭიდაობის ახალი დარბაძი 400-მდე მაყურებელზე იქნება გათვლილი და ის ფალავნებისათვის საჭირო მატერიალური ბაზით აღიჭურვება. ჭიდაობის ახალ კომპლექსში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება.
ვლადიმერ ვარძელაშვილი: „საქართველოს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მნიშველოვანია, რეგიონებში აშენდეს თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსები, სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.
ამბროლაურის ჭიდაობის დარბაზი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო. მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონის გუბერნატორს მისი ძალისხმევისთვის. ამბროლაურში ჭიდაობაში 100-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. მიხარია, რომ მომავალი წლიდან მათ საშუალება ექნება ივარჯიშონ თანამედროვე დარბაზში.
საქართველოს რეგიონებში ჩასვლას და ადგილზე სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებას მომავალშიც გავაგრძელბთ."
დავით გაგოშიძე: „წლების განმავლობაში ამბროლაურში არსებობდა საჭიდაო დარბაზის პრობლემა. მთავრობის მხარდაჭრით მიმდინარეობს ახალი დარბაზის მშენებლობა, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. ეს იქნება თანამედროვე სტანდარდებით აშენებული საჭიდაო კომპლექსი, სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მასშტაბების ღონისძიებების ჩატარება."
მომავალში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აბროლაურში საცურაო კომპლექსი აშენდება.
სამინისტროს პრესსამსახური
იხილეთ ვიდეო