სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ინტელექტუალური თამაშები ჩატარდება

თარიღი: 2010 დეკემბერი 14

14 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბიზნეს ჯგუფმა"  სასტუმრო „თბილისი მარიოტში" პროექტის „BG Wise" პრეზენტაცია მოაწყო.

პროექტი ითვალისწინებს თბილისის და საქართველოს რაიონული ცენტრების საჯარო სკოლებში ინტელექტუალური თამაშის - „BG Wise" ჩატარებას. „BG Wise" არის „რა? სად? როდის?" ტიპის თამაში, რომელშიც მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის მიზანია მოზარდებში ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება, ასევე მოსწავლეებში ზოგადი განათლების დონის ამაღლება. აღნიშნული პროექტის  განხორციელება შეთანხმებულია საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან.

თამაში „BG Wise" სტარსტ 19 დეკემბერს აიღებს. 11 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანესთს შეეჯიბრებიან. 30 დეკემბერს, საუკეთესო გუნდები გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად თბილისში იბრძოლებენ. საუკეთესო 3 გუნდი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.

პროექტის „BG Wise" პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

ჯუბა ზურაბიანი, სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი:„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ამ პროექტს, ვინაიდან აღნიშნული თამაშები ხელს უწყობენ მოზარდებში ინტელექტის განვითარებას და თავისუფალი დროის რაციონალურ გამოყენებას. ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების მიზნით, ჩვენმა სამინისტრომ ამ თამაშებში გამარჯვებული გუნდისთვის სპეციალური პრიზი დააწესა."

 ზვიად ქადარია, თბილისის 115-ე სკოლის დირექტორი: „საკმაოდ საინტერესო პროექტია. მოსწავლე ახალგაზრდობას საშუალება ეძლევა გაიცნონ ერთმანეთი, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები"

პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიზნეს ჯგუფი". „ბიზნეს ჯგუფი" საქართველოში ბიზნეს სკოლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აერთიანებს. ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება წარმოადგენს.

  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

გიორგი კვინიკაძე, „ბიზნეს ჯგუფის" წარმომადგენელი

ტელ: 898 912-129

ვებ-გვერდი: www.bgroup.ge

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.