ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
16 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომეხ კოლეგას - არტურ პეტროსიანს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
ვლადიმერ ვარძელაშვილმა და არტურ პეტროსიანმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს, ასევე სამომავლო გეგმები დასახეს. სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, კოლეგებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებენ.
ვიზიტის მეორე დღეს, 17 დეკემბერს 10:00 საათზე დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა, 12:00 საათზე მინისტრები „შევარდენის" სარაგბო ბაზას ეწვევიან, 13:00 საათზე საცურაო კომპლექს „ოლიმპიკს" დაათვალიერებენ, 14:00 საათზე კი დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიას მოინახულებენ.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სტუმრები მცხეთას დაათვალიერებენ და საქართველოს 18 დეკემბერს დატოვებენ.
არტურ პეტროსიანი: „დიდ მადლობას გადავუხდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჩვენი მოწვევისათვის. მნიშვენლოვანი რომ საქართველო და სომხეთი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ისტორიულად სომხეთს და საქართველოს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ქონდა. იმედი მაქვს მომავალში ჩვენ ამ მეგობრობას გავაღრმავებთ და განვავითარებთ."
ვლადიმერ ვარძელაშვილი: „მემორანდუმი ითვალისწინებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში სხვადასხვა ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას. აღსანიშნავია რომ ჩემი კოლეგის თბილისში სტუმრობა ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას. ამის ნათელი დადასტურებაა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ."
სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის - არტურ პეტროსიანის ვიზიტის გრაფიკი
17 დეკემბერი
10:00 - შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
12:00 - რაგბის სანაკრებო ბაზა „შევარდენის" დათვალიერება
13:00 - საცურაო კომპლექს „ოლიმპიკის" დათვალიერება
16:00 - ვიზიტი ძიუდოს აკადემიაში
17:00 - ექსკურსია მცხეთაში
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური