ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
14-17 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო „მეტეხში" კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები საქართველოში მცხოვრები უმცირესობის პრობლემებზე მსჯელობენ.
16 დეკემბერს, კონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ჯუმბერ ზურაბიანმა მონაწილეებს „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის" სამუშაო დოკუმენტი წარუდგინა. მან დოკუმენტის მნიშველობაზე და პოლიტიკის გაბხირციელების გზებზე ისაუბრა.
ჯუმბერ ზურაბიანი: „საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, პირველად შეიქმნა ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამინისტრომ უზრუნველყო სხვადასხვა სუბიექტის - არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტური თვითმმართველობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები,რადგან ჩვენ გვსურს დოკუმენტი იყოს ფართო კონსენსუსის შედეგი."
აღსანიშვნავია, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში, სხვა მნიშვენლოვან საკითხებთან ერთად, დიდი აქცენტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის უფლებების დაცვისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებს დაეთმო.
კონფერენციაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სხვა უწყებებთან ერთად უმცირესობის პრობლემატიკაზე მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
ჯუმბერ ზურაბიანი: „ჩვენი სამინიტრო ღიაა თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი იდეები, ასევე აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ პროექტებსა და პროგრამებში, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ახალგაზდების, განურჩველად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული."
სამინისტროს პრესსამსახური