სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

გიორგი ავალიანი და მინისტრი არტურ პერტროსიანი თსუ-ში სტუდენტებს შეხვდენენ

თარიღი: 2010 დეკემბერი 17



17 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე  - გიორგი ავალიანი და სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი არტურ პეტროსიანი თსუ-ში სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოსა და სომხეთის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ისაუბრეს, ასევე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.

არტურ პეტროსიანმა სომხეთში საუნივერსიტეტო პოლიტიკის შესახებ, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყანაში არსებულ პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობით სომხეთში მოქმედებს პროგრამა „დაბრუნდი სახლში".

პროგრამა ითვალისწინებს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული სპორტსმენების დაბრუნებას სომხეთში, სადაც მათ მთავრობა მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფს. მინისტრმა სომხეთის ახალგაზრულ პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღეისათვის სომხეთს არ გააჩნია ერთიანი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, მაგრამ ამ სფეროში მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთია ახალაგაზრდების საცხოვრებელი ფართით შეღავათიანი პირობებით უზრუნველყოფა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა სტუდენტებს 16 დეკემბერს საქართველოსა და სომხეთის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალები გააცნო. მემორანდუმი ორ უწყებას შორის თაანმშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში დაიგეგმება გაცვლით პროგრამებიც.

სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი მისი ქართველი კოლეგის - ვლადიმერ ვარძელაშვილის მოწვევით თბილისს 16 დეკემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არტურ პეტროსიანმა  შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და თბილისში სპორტული ობიექტები მოინახულა. სომხეთის დელეგაცია 18 დეკემბერს დაასრულებს ვიზისტს.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.