სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

რუსთავში ახალგაზრდული მარათონი მოეწყო

თარიღი: 2010 დეკემბერი 24

გიორგი ავალიანი24 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით „სამოქალაქო განვითარების სააგენტომ" ქალაქ რუსთავში სპორტული მარათონი და ფოტო-გამოფენა მოაწყო. ღონისძიებაში შაუმიანის, კოდასა და რუსთავში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტული მარათონი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს  მიზნად.

მარათონის მონაწილეებმა 3 კილომეტრიანი დისტანცია გაირბინეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა რუსთავის დრამატულ თეატრში, სადაც სამ ყველაზე სწრაფ ახალგაზრდას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მისნისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა და ქალაქ რუსთავის მერმა - მამუკა ჩიქოვანმა ფულადი პრემია და სერტიფიკატები გადასცეს.

სპორტული ღონისძიების პარალელურად, რუსთავის მაცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრებისათვის გაიმართა ფოტო-გამოფენა - „ჩემი ახალი მეზობელი", სადაც იძულებით გადაადგილებული პირების კომპაქტურ დასახლებებში გადაღებული სურათები იყო წარმოდგენილი.

ქალაქ რუსთავში გამართული ღონისძიების ორგანიზატორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა). სიდა-ს მიზანია ქვემო და შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო ინტეგრაციასა და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.