სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

გიორგი ავალიანმა გორში ახალგაზრდობის ცენტრი გახსნა

თარიღი: 2011 იანვარი 18

გორის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლები და მოხალისეები18 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  - გიორგი ავალიანმა გორში რეგიონული ახალგაზრდობის ცენტრი გახსნა. გორის ახალგაზრდული ცენტრი არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, რომელიც რეგიონში მცოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას  ისახავს მიზნად.

ახალგაზრდობის ცეტნრი ემსახურება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გასართობი, შემეცნებითი და სხვა პროგრამების განხორციელებას. ცენტრის პრაქტიკული ხელშეწყობით ახალგაზრდებს საშუალება აქვთ განახორციელონ საკუთარი იდეები. ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდობასთან ურთიერთობა წარმოადგენს. რეგიონული ახალგაზრდული ცენტრების კოორდინაციას ახორციელებს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ცენტრის თანამშრომლები სტუმრებს დაგეგმილი პროექტის „მომავალი ლიდერების მომზადების პროგამა“ პრეზენტაციას მოაწყვეს.

გორის ახალგაზრდული ცენტრის ამოქმედება არის პროექტისახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა" ნაწილი. პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს მასშტაბით 8 ცენტრი (გურჯაანში, გორში, მარნეულში, ახალციხეში, ზუგდიდში, ვარციხეში, ლენტეხსა და აბროლაურში) გაიხსნა.

დღეისათვის რეგიონული ახალგაზრდული ცენტრების 8-ვე შენობა-ნაგებობა გარემონტდა, აღიჭურვა საჭირო ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით, ასევე დაკომპლექტდა ცენტრებში მომუავე პერსონალი. რეგიონალური ცენტრების თანამშრომლებმა დასახეს ახალგაზრდებთან ურთიერთობის სტრატეგია და განსაზღვრეს 2011 წლის სამოქმედო გეგმა.

პროექტიახალგაზრობის განვითარება და ჩართულობა" დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ. საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 31 ივლისს მოაწერეს ხელი.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.