სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ვლადიმერ ვარძელაშვილი რუსთავში ახალგაზრდებს შეხვდა

თარიღი: 2011 მარტი 18

გიორგი ავალიანი, ვლადიმერ ვარძელაშვილი, დავით კირკიტაძე18 მარტს, რუსთავში, კინოთეატრ „რუსთაველში“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი - დავით კირკიტაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაზე, რეგიონებში მცოხვრები ახალგაზრდების განვითარებასა და სამინისტროს ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს წარუდგინეს დეტალური ინფორმაცია სამინისტროს პროგრამებზე და სამოქმედო გეგმაზე. პრეზენტაციის შემდეგ, ვლადიმერ ვარძელაშვილი სტუდენტების შეკითხებს უპასუხა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსთავში შეიქმნება ადგილობრივი ფონდი, რომელიც სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას მოემსახურება.

ვლადიმერ ვარძელაშვილი:

„ჩვენმა სამინისტრომ მიმდინარე წლის პრიორიტეტები ახალგაზრდების საჭიროებებიდან გამომდინარე დასახა. დღეს რუსთაველ ახალგაზრდობას ჩვენ გავაცანით ის პროექტები და პროგრამები, რომლებსაც სამინისტროს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტებში ახალგაზრდებმა მიიღონ აქტიური მონაწილეობა. ჩვენი პროგრამები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოტენციალის რეალიზებას და მათ დასაქმებას ისახავს მიზნად.“

დავით კირკიტაძე:ვლადიმერ ვარძელაშვილი რუსთავში ახალგაზრდებს შეხვდა

„რუსთავში ძალიან აქტიური ახალგაზრდობა ცხოვრობს. სამწუხაროდ, მათ საკუთარი პოტენციალის რეალიზების პრობლემა აქვთ. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევმქმნით  ისეთ გარემოს, სადაც ყველა ახალგაზრდას განვითარებისთვის ყველა პირობა ექნება.“

რუსთავში ახალგაზრდებთან შეხვედრით ვლადიმერ ვარძელაშვილი აგრძელებს რეგიონებში გასვლითი ღონისძიებების სერიას.

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.