სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

სოლიდარობის აქცია იაპონიის საელჩოსთან

თარიღი: 2011 მარტი 23

სოლიდარობის აქცია იაპონიის საელჩოსთან23 მარტს, თბილისში იაპონიის საელჩოსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სოლიდარობის აქციას გაიმართა. აქციაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობასაელჩოსთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას პატივ მიაგე, ასევე გამოხატეს ქართველი ახალგაზრდების თანადგომა იაპონელი ხალხისადმი. სიმბოლურად, აქციის მონაწილეები  შემოსილნი იყვნენ თეთრსა და წითელ მაისურებში.

თათია ელიაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი:

„ჩვენი მიზანია მიწისძვრისა და ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული იაპონელი მოქალაქეებისადმი სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატვა. ჩვენი აქციის სახელიც შესაბამისია „დღეს კი ყველანი იაპონელები ვართ“ “.

აქციის მონაწილეებმა საელჩოში გახსნილ სამძიმართა წიგნში ჩანაწერები დატოვეს.

დაჩი გუბაძე, თსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე:

„ქართველი ახალგაზრდები მზად ვართ, გარკვეული დროით, საკუთარ ოჯახებში მივიღოთ იაპონიაში დაზარალებული მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს რეაბილიტაცია საქართველოში გაიაროს.“

სოლიდარობის აქციას საქართველოში წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეებიც შეუერთდნენ. საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ მათ დაიწყეს შემოწირულობის შეგროვება სხვადასხვა ფონდისგან, რათა დაეხმარონ იაპონელ ხალხს. შემოწირულობის გაღება შესაძლებელია რამდენიმე გზით:

-         სატელეფონო ზარის განხორციელებით ნომერზე 200-100 (ზარის ღირებულება 1 ლარი);

-         ვებ-საიტზე www.redcross.ge ონლაინ გადარიცხვის მეშვეობით;

-         „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქციები ერთდროულად მოეწყო საქართველოს 3 ქალაქში: ზუგდიდში, გორსა და მარნეულში.  აქციაში სულ1000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.