სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

პროექტ „მწვანე ყუთს“ აღსრულების ბიურო შეუერთდა

თარიღი: 2011 მარტი 29

მწვანე ყუთი აღმასრულებელ ბიუროშიპროექტ „მწვანე ყუთის“ ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაკულატურის შეგროვებას აგრძელებს. 29 მარტს, პროექტში აღსრულების ბიურო ჩაერთო. დაწესებულებამ „მწვანე ყუთის“ თანამშრომლებს დაახლოებით 1 ტონა ქაღალდი გადასცა.

ერეკლე ღვინიანიძე, აღმასრულებელი ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მოადგილე: „დღევანდელი აქციით, აღსრულების ეროვნული ბიურო ეხმაურება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ ინიციატივას - „მწვანე ყუთს“. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს იმ ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, რომლებიც საჭიროა ქაღალდის წარმოებისათვის.“ 

პროექტი ითვალისწინებს ე.წ. „მწვანე ყუთების“ დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მოახდენენ გამოყენებული მაკულატურის განთავსებას. ყუთის შევსების შემდეგ მოხდება მაკულატურის ტრანსპორტირება საწყობში.

ანა საბახტარიშვილი, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე:

„საწყობში მაკულატურის მოგროვების შემდეგ, ქაღალდი გადაეცემა გადამამუშავებელ ქარხანას. ამონაგები თანხა მოხმარდება პროექტში დასაქმებულ მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლის ყოფილ აღსაზრდელებს.“

პროექტ „მწვანე ყუთის“ პირველ ეტაპზე უკვე დასაქმნდა თბილისის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის ყოფილი 13 აღსაზრდელი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონებში. 

პროექტ „მწვანე ყუთს“ ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება სსიპ „ბავშვთ და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“

 

„მწვანე ყუთს“ უკვე შემოუერთდნენ:

-         ფინანსთა სამინისტრო
-         გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
-         ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
-         ენერგეტიკის სამინისტრო
-         იუსტიციის სამინისტრო
-         კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
-         სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
-         სოფლის მეურნეობის სამინისტრო
-         აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
-         საქართველოს უზენაესი სასამართლო
-         კონტროლის პალატა
-         ეროვნული ბანკი
-         თბილისის საქალაქო სასამართლო
-         კომუნიკაციების ეროვნული კომისია
-         სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
-         საქართველოს პროკურატურა
-         მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
-         აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო


-         სარეკლამო კომპანია “G &G”
-         საქართველოს ლატარიის კომპანია
-         კაზინო „აჭარა“
-         ფარმაცევტული კომპანია „შერონ პლაუ“
-         საინფორმაციო სააგენტო მედიანიუსი
-         დაავადებათა კონტროლისა და საზოგ. ეროვნული ცენტრები
-         სამედიცინო კლინიკა „კურაციო“

-         საქართველოს ბანკი 

-         ტელეკომპანია „იმედი“

 

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.