სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

“მწვანე ყუთის“ პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა

თარიღი: 2011 ივნისი 14

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2011 წლის თებერვალში დაწყებული პროექტი „მწვანე ყუთი" ახალ ეტაპზე გადავიდა. საქველმოქმედო პროექტს საჯარო დაწესებულებების შემდეგ, კერძო პირები უერთდებიან. 14 ივნისს, დავით ფოჩხუას ოჯახმა, ერთჯერადად 100-მდე კგ. მაკულატურა ჩააბარა.

თავისი მასშტაბით, ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტით „მწვანე ყუთი" განსხვავდება მსგავსი ტიპის სხვა პროექტებისაგან. პროექტ „მწვანე ყუთში" ტექნიკურ პერსონალად, უკვე დასაქმნდა თბილისის ბავშვთა სახლის 15-მდე ყოფილი აღსაზრდელი (ზრდასრულები). მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსული თანხები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელების, პროფესიული განათლებისა და სხვა საჭიროებების დაფინანსებას ხმარდება. პროექტი „მწვანე ყუთის" განხორციელება 2011 წლის თებერვლში, თბილისის მასშტაბით დაიწყო.

პროექტში 100-მდე სამთავრობო, საჯარო, კომერციული  და არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს. დღეისათვის ჩაბარებული მაკულატურიდან მიღებული თანხა, საშუალებას აძლევს, 20-მდე ბავშვთა სახლის აღსაზრდელს პროფესიულ სასწავლებლებში ფასიან ფაკულტეტებზე სწავლა დაუფინანსდეთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს შორის ჩატარდება კონკურსი, რომლის შედეგად საუკეთესო 20-ულს დაუფინანსდება სწავლის საფასური. მაკულატურის ჩაბარების მსურველი, ქაღალდის გარკვეული რაოდენობის შეგროვების შემდეგ, უნდა დაუკავშირდეს პროექტის ორგანიზატორებს მწვანე ხაზზე: 832 2 30-02-03.

საქმველმოქმედო მიზნის გარდა, პროექტი „მწვანე ყუთი" ემსახურება მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დამკვიდრებას, ასევე ახალგაზრდებში მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტ „მწვანე ყუთს" ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.


სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.