სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

მან-სან-კანის საგაზაფხულო სეზონის თასი „ქუთეისელებმა“ მოიპოვეს

თარიღი: 2011 ივნისი 22

21 ივნისს, თბილისის „ივენთ ჰოლში", საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის 2011 წლის ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონის ფინალი გაიმართა. ფინალურ თამასში მონაწილეობა მიიღო ხუთმა გუნდმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი „კოზა ნოსტრა", სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ელარჯი", ქალაქ ქუთაისის გუნდი „ქუთეისელები", ქალაქ ქუთაისის გუნდი „ბრიგადა" და ქალაქ თბილისის გუნდი „მგლანდი".

ფინალში გუნდები ერთამანეთს ეჯიბრებოდნენ ოთხ საკონკურსო კატეგორიაში: მისალმება, ბიატლონი, სტემი და მუსიკალური სკეტჩი.

თანაბარი ბრძოლის შემდეგ, თანაბარი ქულებით გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი. გადათამაშების შედეგად 2011 წლის საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებული გახდა ქალაქ ქუთაისის გუნდი „ქუთეისელები".

ფინალის შედეგებს:

# გუნდის სახელწოდება მისალმება ბიატლონი სტემი მუსიკალური სკეჩი ჯამი
1. ბრიგადა 21 2 10 21 54
2. მგლანდი 22 3 14 19 58
3. კოზა ნოსტრა  26 4 15 28 73
4. ელარჯი 28 1 14 23 66
5. ქუთეისელები 24 5 15 29 73

მსკ-ის 2011 წლის საგაზაფხულო ფინალს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

  • ვლადიმერ ვარძელაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
  • ოთარ ტატიშვილი, ექიმი, მსახიობი, მსკ-ის ყოფილი მოთამაშე
  • თიკო სადუნიშვილი, გადაცემის „თბილისი LIVE" წამყვანი, ტელეკომპანია „იმედი"
  • ნიკა ლომიძე, შოუმენი
  • ლადო ტატიშვილი, მხიარულთა და საზრიანთა საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი
  • გიორგი გოგიჩაიშვილი, ტელეწამყვანი
     

2011 წლის საგაზაფხულო თამაშებში საქართველოს მასშტაბით სულ 18-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მან-სან-კანის თამაშების ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი".

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.