სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

„ელსა საქართველოს“ 2 წლიანი მოღვაწეობის პრეზენტაცია

თარიღი: 2011 ივნისი 23

საპატიო სტუმრები - ზაზა მეიშვილი, დავით საყვარელიძე, გიორგი ავალიანი, ქრისტიან პლატე

23 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ" წარმოდგინა სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო ახალგაზრდული მიღწევების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიორგი ავალიანი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ზაზა მეიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; დავით საყვარელიძე - თბილისის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და ქრისტიან პლატე - გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი.

საქართველო „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის" წევრი 2008 წელს გახდა. მას შემდეგ, ქართულმა მხარემ ბევრი მნიშვენლოვანი ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის ასოციაციის საერთაშორისო პრეზიდენტების სამიტი თბილისში (თებერვალი, 2011). 2011 წლის აპრილში, საქართველომ მოიპოვა უფლება მომდევნო წლის შემოდგომაზე უმასპინძლოს ელსა-ს საერთაშორისო საბჭოს კრებას, რომელშიც ევროპის ქვეყნებიდან 500-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ელსა საქართველოს პრეზიდენტი - ირაკლი სამხარაძე აირჩიეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად. საქართველოს წარმომადგენელი მომდევნო ერთ წელს ბრიუსელში, ასოციაციის სათაო ოფისში იმოღვაწევებს.

ირაკლი სამხარაძე, ელსა საქართველოს პრეზიდენტი:
„2012 წლის ელსას-ს საერთაშორისო საბჭოს კრება არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მოემსახურება ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში და მათ დაახლოებას ევროპელ თანატოლებთან."

დღევანდელ ღონისძიებაზე, ელსა საქართველოს საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის ასოციაციამ სამადლობელო სიგელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადასცა. ასევე, განსაკუთრებული თანადგომისთვის საპატიო წევრის სტატუსი
დავით საყვარელიძესა და ზაზა მეიშვილს მიანიჭა.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) არის საერთაშორისო, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ევროპის ქვეყნების იურისტ სტუდენტებს აერთიანებს. ასოციაცია 1981 წელს ვენაში ჩამოაყალიბდა. ევროპის მასშტაბით ასოციაციის უმთავრესი პრირიტეტია მაღალკვალიფიციური იურიდიული განათლებისათვის საჭირო სტანდარტების დანერგვა. დღეისათვის ასოციაცია 40 სახელმწიფოს 30 000-მდე მოტივირებულ, ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.