სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს ლადო ვარძელაშვილი ეწვია

თარიღი: 2011 ივნისი 29

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს ლადო ვარძელაშვილი ეწვია28 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი სსიპ „ბავშვთა და ახალაგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" ეწვია. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ცენტრის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეხვდა. ვარძელაშვილმა მოისმინა ინფორმაცია ცენტრის მიერ მიმდინარე პროექტების  შესახებ. ასევე, ცენტრის თანამშრომლებმა ახალი პროგრამების პრეზენტაცია მოაწყვეს.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" 2007 წელს, სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით, შეიქმნა. ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

• ბავშვთა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
• მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა;
• აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება;
• სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა;
• საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობის ყოველწლიური მონიტორინგი.

ვლადიმერ ვარძელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
„აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაციას თუ რა პროგრამებს ახორციელებს სამინისტრო და სამინისტროსთან არსებული უწყებები. ძალიან მნიშვენლოვანია, მოხდეს საზოგადოების აქტიური ჩართვა ყველა იმ პროექტში, რასაც ვახორციელებთ."

2010 წელს, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" დაექვემდებარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. მნიშვნელოვნად გაიზარდა უწყების ბიუჯეტი, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას.

ამოცანების შესასრულებლად, ცენტრს აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გეგმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფოკუს ჯგუფს მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სტუდენტები და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები წარმოადგენენ. ამ ჯგუფების განვითარებისათვის ცენტრი უკვე ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, ასევე წელს დაგეგმილია 20-მდე მოკლევადიანი პროექტის იმპლემენტაცია.

თათია ელიაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი:
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საქველმოქმედო აქციები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები. უახლოეს მომავალში ცენტრის შენობაში განთავსდება ამ ჯგუფის ახალგაზრდებისთვის სატრენაჟორო დარბაზი. ასევე, სულ მალე, დაგეგმილია სატელევიზიო პროექტის - „შვილობილი ბიზნესი" განხორციელება, პროექტის ფარგლებში ცენტრი დააფინანსებს ახალგაზრდების საინტერესო და კრეატიულ ბიზნეს იდეებს."

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" მიმდინარე პროგრამები: პროექტი "მე ვეხმარები"; პროექტი "მწვანე ყუთი"; პროგრამა "პატრიოტი"; რეგიონული ახალგაზრდული ცენტრები (გორი, მარნეული, გურჯაანი, ახალციხე, ლენტეხი, ამბროლაური, ბაღდადი, ზუგდიდი), პროექტი „შვილობილი ბიზნესი".

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" მიერ დაგეგმილი პროგრამები: გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთობლივი პროექტი „ახალგაზრული სერვისების ელექტრონული ბაზის", პროექტი "საჯარო დაწესებულებებში პრაქტიკის გავლის ერთიანი წესი".

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.