სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

გიორგი ავალიანი „ალიანტე 2011“-ის გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა

თარიღი: 2011 ივლისი 14

გიორგი ავალიანი 14 ივლისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი საერთაშორისო კონკურსში „ალიანტე 2011" გამარჯვებულ მონაწილეებს სამინისტროში შეხვდა. ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი „ალიანტე 2011"-ის ფინალი ჩატარდა მონტენეგროში, სადაც ქართველი ახალგაზრდები წარმატებით გამოვიდნენ - 20 გუნდს შორის მათ პირველი, მეორე და მეხუთე ადგილი დაიკავეს. საერთაშორისო კონკურსში „ალიანტე 2011" ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.  „ალიანტე 2011"-ის ქართველ მონაწილეებს 4-ეტაპიანი კონკურსის გავლა მოუხდათ.

თავდაპირველად მონაწილეებმა, რომლებიც 2-კაციან გუნდებად იყვნენ დაყოფილნი, ჩააბარეს ონლაინ ტესტირება, შემდგომ დაწერეს ესეები და წარმატებით გაიარეს გასაუბრება სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან. მიმდინარე წლის ივნისში, საუკეთესო 25-მა გუნდმა მონაწილეობა მიიღო „ალიანტე 2011"-ის ეროვნულ ფინალში, რომელიც საჩხერეს სამთო-მომზადების სკოლაში ჩატარდა. საუკეთესო 5 გუნდი კონკურსის საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად მონტენეგროში 4 ივლისს გაემგზავრა.

გიორგი ავალიანი: " „ალიანტე" ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. სასიხარულოა, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მონტენეგროში ჩატარებულ კონკურსში თავი გამოიჩინეს, მითუმეტეს ასეთი დიდი კონკურენციის პირობებში. ეს ადამინები ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან და საქართველოსთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროექტს მომავალშიც აუცილებლად დააფინანსებს, რადგან ქართველი ახალგაზრდები „ალიანტეს" მიმართ საოცრად დიდ ინტერესს იჩენენ".

ფინალისტებმა ერთკვირიანი დატვირთული პროგრამა გაიარეს: სამხედრო ბაზაზე დაბრკოლებების გადალახვა, მიზანში სროლა, შეჯიბრი ცურვის სხვადასხვა სახეობებში, 4 კილომეტრიანი კროსი და სხვა შეჯიბრებები. კონკურსი „ალაინტე" 2001 წლიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ტარდება. კონკურსის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებში (ასაკობრივი ჯგუფი 15-19 წელი) მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. საერთაშორისო კონკურსში საქართველო  2008 წლიდან ჩაერთო. საერთასორისო კონკურსის „ალიანტე 2011" მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.