სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

„მწვანე საღამო“

თარიღი: 2011 ივლისი 26

25 ივლისს, თბილისში, გალერეა „მუზაში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „მწვანე საღამო" მოაწყო. საღამო მიეძღვნა პროექტ „მწვანე ყუთის" პირველი ეტაპის დასრულებას. ღონისძიებაზე მოხდა პროექტის „მწვანე ყუთის" შედეგების შეჯამება, ასევე გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. საღამოში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართული ყველა დაწესებულების 100-მდე წარმომადგენელმა, მათ სიტყვით მიმართა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ერონვული ცენტრის" დირექტორმა თათია ელიაძემ.

„მწვანე საღამოს" ფარგლებში,  „ბავშვთა და ახალგაზრდობის ერონვული ცენტრის" დირექტორის მოადგილემ ანა საბახტარიშვილმა საზოგადოებას გააცნო პროექტის შედეგები, და დაასახელა ის ოთხი დაწესებულება, რომლებმაც „მწვანე ყუთისთვის" ყველაზე ბევრი მაკულატურა შეაგროვა.

ეს ორგანიზაციებია: 

1. სახელმწიფო დაწესებულება - საქართველოს პარლამენტი
2. არასამთავრობო სექტორი - ორგანიზაცია „დრონი"
3. კერძო სექტორი - სამედიცინო კლინიკა „კურაციო"
4. საჯარო სამართლის სექტორი - სსიპ „სიცოცხლის შემსწავლელ-მეცნიერებათა ცენტრი".

ასევე, მაკულატურის ყველაზე ეკონომიური ხარჯვისთვის საღამოს ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეკი". პროექტში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, ვლადიმერ ვარძელაშვილმა, მადლობის სიგელი და სხვადასხვა სიმბოლურ საჩუქარი გადასცა.

თათია ელიაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი:
"
მადლობას ვუხდით ყველა საჯარო დაწესებულებას, არსამთავრობო ორგანიზაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროექტ „მწვანე ყუთში" შეტანილი წვლილისთვის. მათი თანადგომა საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების განათლების და საყოფაცხოვრებო ინვენტარით უზრუნველყოფაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

აღსანიშნავია, რომ პროექტ „მწვანე ყუთის" ფარგლებში ამონაგები თანხით თბილისისა და რუსთავის შემოგარენში მდებარე ბავშვთა სახლების 15 აღსაზრდელს დაუფინანსდება სწავლა სხვადასხვა ფასიან სასწავლო დაწესებულებაში. ამ ახალგაზრდებს, „მწვანე საღამოზე" სწავლის სერტიფიკატები სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ქეთი ხერხეულიძე, ბენიფიციარი:
დიდი მადლობა თანადგომისთვის. პროექტ „მწვანე ყუთის" მეშვეობით შესაძლებლობა მომეცა შევისწავლო სამკერვალო საქმე და ვფიქრობ ეს სპეციალობა მომავალშის გამომადგება".

პროექტ „მწვანე ყუთის" განხორციელება სამინისტრომ 2011 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა დაწესებულებაში ე.წ. „მწვანე ყუთების" დადგმას, რომლებშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მოახდენენ გამოყენებული მაკულატურის განთავსებას. ყუთის შევსების შემდეგ მოხდება მაკულატურის ჩაბარება გადამამუშავებელ ქარხანაში.

თავისი მასშტაბით, ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტით „მწვანე ყუთი" განსხვავდება მსგავსი ტიპის სხვა პროექტებისაგან. პროექტ „მწვანე ყუთში" ტექნიკურ პერსონალად, უკვე დასაქმნდა ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსული თანხები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, პროფესიული განათლებისა და სხვა საჭიროებების დაფინანსებას ხმარდება.

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.