სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

სამინისტროსა და ჩეხურ ორგანიზაცია - People in Need-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 2011 აგვისტო 11


11 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი სამინისტროში ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need) ხელმძღვანელს შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ჩეხურ ორგანიზაციას „ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მხარეები იმედოვნებენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიცაა: ახალგაზრდობის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო მდგრადი გარემოს შექმნა, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

გიორგი ავალიანი, მინისტრის პიველი მოადგილე:
"
მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აგრეთვე, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას.  „ადამიანი გაჭირვებაში" არის ძალიან სოლიდური ორგანიზაცია და მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის უთუოდ სასარგებლო იქნება. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩეხურ ორგანიზაციას მემორანდუმის გაფორმებისთვის და მხარდაჭერისთვის".

პავლა პიანოვა, ორგანიზაცია People in need ხელმძღვანელი:
"
დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმი დაგვეხმარება გავააქტიუროთ ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევა და აქტიურად ჩავრთოდ ადგილობრივი ხელისუფლება ახალგაზრდების პრობლემების მოგვარების პროცესში".

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.