სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

სტუდენტური დღეები 2012 იწყება

თარიღი: 2012 მარტი 09

სტუდენტური დღეები 2012 იწყება9 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პროგრამა „სტუდენტური დღეები 2012"-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გახსნა ლადო ვარძელაშვილმა, სტუდენტებს სიტყვით ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მიმართა. ღონისძიებას გასული წლის გამარჯვებულები, სტუდენტური და უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროგრამის „სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლების სახელით ასპარეზობენ, ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი სხვადასსხვა მიმართულებით. კონკურსი ჩატარდება როგორც ინფივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ნომინაციებში. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში კონკურსები ჩატარდება შემდეგ კატეგორიებში:

  • ხალხური ცეკვა;
  • ხალხური სიმღერა;
  • თანამედროვე ცეკვა;
  • თანამედროვე სიმღერა;
  • იუმორისტული ნომერი;
  • თეატრალური დადგმა;
  • ფოტოგამოფენა;
  • ნახატების გამოფენა;
  • ორიგინალური ნომერი. ტატა ხვედელიანი, პროგრამის კოორდინატორი

პროგრამის დაწყებამდე  საქართველოს მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შიდა შესარჩევი ტურები. "სტუდენტური დღეები 2012" თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე გრანდიოზული კონცერტით მაისის თვეში გაიხსნება. საკონკურსო დღეები სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველთა რეგისრტრაცია იწარმოებს 1 აპრილამდე. 

მსურველები დაუკავშირდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. მის: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჩოლოყაშვილის გამზ. 9; ტელ: 032 23 54 33
ელ.ფოსტა: youth@msy.gov.ge; ვებ-გვერდი: www.msy.gov.ge; მობ: 599 914100, ტატა ხვედელიანი, პროგარმის კოორდინატორი

სტუდენტური დღეების განრიგი

14 მაისი - თბილისი, კუს ტბა - ფესტივალის გახსნა
19 მაისი - სიღნაღი, ცეკვის კონკურსი, ფოლკლორი და თანამედროვე ცეკვა ქართული ესტრადის წარმომადგენელთა მონაწილეობით
21 მაისი - ქუთაისი, სიმღერის კონკურსი, ფოლკლორი და თანამედროვე სიმღერა
23 მაისი - ბათუმი, იუმორისტული თეატრალური და ორიგინალური ნომრები
25 მაისი - თბილისი, კუს ტბა. ფესტივალის დახურვა

ლადო ვარძელაშვილი: „გასულ წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით აღდგა სტუდენტური დღეების ტრადიცია, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტური დღეების გამარჯვებული ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ამ უნივერსიტეტს ყოველთვის ჰყავდა ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები და მჯერა, რომ წლეულსაც პირველობითვის იბრძოლებთ. რაც შეეხება 2012 წლის სტუდენტურ დღეებს - გპირდებით, ის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, სტუდენტებს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ და საინტერესო ღონისძიებებს მოვუწყობთ“.

სტუდენტური დღეები 2012 იწყებაარჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: „სტუდენტური დღეები ძალიან საინტერესო ღონისძიებაა, ამიტომ მადლობა უნდა ვუთხრათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ამ დღეების ორგანიზებისათვის. 2011 წლის სტუდენტური დღეების გამარჯვებული ჩვენი უნივესიტეტი გახდა, რამაც ყველანი გაგვახარა. ტექნიკური უნივერსიტეტი წლეულსაც პირველობისთვის იბრძოლებს და იმედი მაქვს, რომ თავს კარგად წარმოაჩენს“.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.