სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

„სტუდენტური დღეები 2012“ ოფიციალურად გაიხსნა

თარიღი: 2012 მაისი 17

 

17 მაისს, თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდენტური დღეები 2012" საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფესტივალში, რომელსაც კონკურსის სახე აქვს, საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ. ფესტივალი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და საკონკურსო დღეები სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.

პროგრამის „სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლების სახელით ასპარეზობენ, ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი სხვადასსხვა მიმართულებით. კონკურსი ჩატარდება როგორც ინფივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ნომინაციებში. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. სტუდენტურ ფესტივალში 1500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში კონკურსები ჩატარდება შემდეგ კატეგორიებში:

  • ხალხური ცეკვა;
  • ხალხური სიმღერა;
  • თანამედროვე ცეკვა;
  • თანამედროვე სიმღერა;
  • იუმორისტული ნომერი;
  • თეატრალური დადგმა;
  • ფოტოგამოფენა;
  • ნახატების გამოფენა;
  • ორიგინალური ნომერი.

ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე საქართველოს მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებში შიდა შესარჩევი ტურები ჩატარდა.

სტუდენტური დღეების განრიგი

16 მაისი - თბილისი, კუს ტბა - ფესტივალის გახსნა;
19 მაისი - სიღნაღი, ცეკვის კონკურსი, ფოლკლორი და თანამედროვე ცეკვა ქართული ესტრადის წარმომადგენელთა მონაწილეობით;
21 მაისი - ქუთაისი, სიმღერის კონკურსი, ფოლკლორი და თანამედროვე სიმღერა;
23 მაისი - ბათუმი, იუმორისტული თეატრალური და ორიგინალური ნომრები;
25 მაისი - თბილისი, კუს ტბა. ფესტივალის დახურვა.

2011 წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები:

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ნომინაცია - „ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებელი";
საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი - ნომინაცია - „ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტი";
ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნომინაცია - „ყველაზე ორგანიზებულ უნივერსიტეტი".

 

სასარგებლო ბმულები:

სტუდენტური დღეები - რა? სად? როდის?

სტუდენტური დღეები 2011

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ტატა ხვედელიანი, მობ: 599 91 41 00
„სტუდენტური დღეების" კოორდინატორი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.