სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

„სტუდენტური დღეები 2012“ I საკონკურსო დღე, სიღნაღი

თარიღი: 2012 მაისი 21

სტუდენტური დღეები 2012

19 მაისს, სიღნაღში „სტუდენტური დღეები 2012“, პირველი საკონკურსო დღე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვდასხვა წარმოდგენა, გამოფენა-გაყიდვა და თეატრალიზებული შოუ გაიმართა.

სტუდენტური დღეების პირველი საკონკურსო დღეს წარმოდგენილი იყო საქართველოს მასთაბით 30-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა შემოქმედება. ისინი ერთმანეთს თანამედროვე და ხალხურ ცეკვაში ეჯიბრებოდნენ. კომპეტენტურურმა ჟიურიმ შეარჩია საუკეთესო გუნდები, რომლებიც 25 მაისს, თბილისში, კუს ტბაზე „სტუდენტური დღეების“ დასკვნით საღამზე გამოვლინდება.

სტუდენტური დღეები 2012“ სამი საკონკურსო დღისგან შედგება. 21 მაისს, ქუთაისში, მე-2 საკონკურსო დღეს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ერთმანეთს ხალხურ და თანამედროვე სიმღერაში შეეჯიბრებაინ. 23 მაისს, ბათუმში გაიმართება მე-3 საკონკურსო დღე, სადაც სტუდენტები თეატრალიზებულ და კომედიურ წარმოდგენებს დადგამენ.

სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლების სახელით ასპარეზობენ, ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით. კონკურსი ტარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფურ ნომინაციებში. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

სიღნაღში ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

  • სიღნაღის ქუჩები - სტუდენტების კოსტიუმირებული მოძრაობა ქალაქის ქუჩებში ღია ავტობუსით
  • სიღნაღის სადგური - კვადროციკლებით გასეირნება
  • „ბებრის ბაღი“ - სტუდენტების მიერ წარმოდგენილი სამკაულებისა და ხელნაკეთობების გამოფენა
  • ერეკლე მეორის მოედანი - ქუჩის მუსიკოსების წარმოდგენა; გამოფენა (თექა, თიხა, ნახატები, ნაქარგი)
  • 9 აპრილის ბაღი - „მხიარული სტარტები“ ბავშვების მონაწილეობით
  • აღმაშენებლის მოედანი - სტუდენტური დღეების 2012 პირველი საკონკურსო დღე.

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.