საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ახალგაზრდების ინიციატივით გრძელდება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
23 ივლისს, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვადასხვა უნივერსიტეტების 200 სტუდენტი ქალაქ თელავში ჩავიდა. ისინი მოსახლეობას ტერიტორიის გაწმენდაში დაეხმარნენ,ასევე ჩაუტანეს პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები.
შეგახსენებთ,რომ სტიქიის შედეგდ თელავის რაიონი ყველაზე მეტად დაზარალდა. სახლების სახურავები გადახდილია, მოგლეჯილია ხეები.
სტუდენტებმა გადაწყვიტეს სოლიდარობის აქციაში აქტიურად ჩართულიყვნენ. ისინი მთელი დღის მანძილზე მოსახლეობასთან ერთად ასუფთავენდნენ ეზოებს და სახლების მიმდებარე ტერიტორიას.
სამინისტროს პრესსამსახური