სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა

თარიღი: 2013 ივლისი 10

ქალთა კავშირი "რეა" ინტენსიურად მუშაობს განვითარების პრობლემის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქო - სოციალური რეაბილიტაციის სფეროში და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ფართო ინტეგრაციას. დღეისათვის მას ამოქმედებული აქვს რამდენიმე საინტეგრაციო ცენტრი როგორც თბილისში, ასევე ასპინძის, ადიგენისა და ახალქალაქის რაიონებში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი). "რეას" პედაგოგები და სპეციალისტები ამ ცენტრებში გაერთიანებულ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს სხვადასხვა სასარგებლო (მათ შორის, სახელობო) უნარებს უნვითარებენ. 

მიმდინარე წლის  8 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, კავშირმა "რეამ", რაგბის მხარდამჭერთა ლიგასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აამოქმედა ასპინძის საზაფხულო საინტეგრაციო ბანაკი რაგბის მხარდამჭერთა ლიგის  სარაგბო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც საქველმოქმედო ასოციაცია "ატუს" მიერ აშენდა და კეთილმოეწყო. მრავალფეროვანი საბანაკო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და აგრეთვე, " Brot für die welt" -გერმანიის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის შედეგად.

საინტერესო საბანაკო ცხოვრებამ "რეას'' თბილისის,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ცენტრების შშმ მოზარდები და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე რუსი თანატოლები გააერთიანა  (სულ 57 შშმ ბენეფიციარი).

"რეას" სპეციალისტების მიერ შშმ მოზარდებისთვის შემუშავებული საბანაკო აქტივობების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ  ჩაბმული მოსკოველი კოლეგებიც, რომლებთანაც მათ დიდი ხნის ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. 

ქართველი, რუსი და სომეხი მოზარდებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო არტ-თერაპიულ მეცადინეობებით,  კულტურული ღონისძიებებითა თუ პერფორმანსებით, სარაგბო სპორტული აქტივობებით, ექსკურსია-ლაშქრობებით და სხვ. 

მოსკოველი სტუმრების თხოვნით, ბანაკში ამოქმედდა ქართული ენის დაჩქარებული შესწავლის იმპროვიზაციული კურსებიც, რომლებშიც გაერთიანდნენ როგორც რუსი შშმ მოზარდები, ისე მათი პედაგოგები და მშობლები (სულ 12 ადამიანი).

საბანაკო პერიოდის ბოლოს, 15-16 ივნისს, ქართველი, სომეხი და რუსი მოზარდების მიერ მოეწყო საკუთარი ხელნაკეთი ნაწარმის გამოფენა და აგრეთვე,  საზეიმო პერფორმანსი. მათთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ბავშვთა აუთენტური ფოლკორის სტუდიის - " ამერ-იმერის" მოზარდებმა.  ღონისძიებებს უამრავი სტუმარი დაესწრო და ფართოდ გაშუქდა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური სატელევიზიო არხებით. 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.