სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
14
21 22
26 27 28 29
30 31          

„მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“

თარიღი: 2013 ოქტომბერი 15

15 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ გოგონათა ანსამბლის „თსუ-გორდელას" პროექტის „მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სამინისტროებისა და თსუ წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში,  „თსუ-გორდელა"  16 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე კონცერტებს გამართავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ შვიდ ქალაქში - ახალქალაქში, წალკაში, ნინოწმინდაში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და რუსთავში. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საქართველოს საზოგადოებაში სამოქალაქო და კულტურული ინტეგრაცია.

პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს.

მხარდამჭერები: აშშ მთავრობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა  და სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 მაისი 25
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთ სამინიტროს მხარდაჭერით საქართველოს ფეხბურთის ფედარაციისა და ახალგაზრდული მოძრაობა „ ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის"  მიერ მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თბილისში და რეგიონებში დაწყებულია   და წარმატებით მიმდინარეობს ფეხბურთის სწავლების 6-თვიანი კურსი.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 მაისი 23
თუ ხარ 14-29 წლამდე, გინდა იყო აქტიური, გსურს პიროვნული წინსვლა და გაქვს თეატრალური მონაცემები, მაშინ ინკლუზიური პროექტი „არტიშოკი" შენთვისაა!
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 მაისი 23
21 მაისს  ფესტივალი ,,soundcheck" საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიების პირველი ნაწილი ფოლკლორს, ხოლო მეორე ნაწილი პოპს დაეთმო. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ:
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 მაისი 20
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის იდეების კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდული იდეების დასაფინანსებლად 1 მილიონი ლარი გამოიყო. კონკურსში 200-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს სათათბიროს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პროგრამული პრიორიტეტის შესაბამისად, აღნიშნული თანხით 51 ახალგაზრდული პროექტის მხარდაჭერა გახდა შესაძლებელი. გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა 20 მაისს, ახალი სპორტის სასახლეში ჩატარდა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 მაისი 20
  19 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „ წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია მოეწყო.