წლის მეორე მეგა-ტურნირის - როლან გარო - ბოლო რეპეტიცია, რომში გამართული მასტერსი, იგივე იტალიის ღია პირველობა - ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში 26 წლის მალიორკელმა 6:1, 6:3 სძლია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, 31 წლის შვეიცარიელს როჯერ ფედერერს. ეს მათი 30-ე შეხვედრა იყო და ნადალმა მე-20 დაპირისპირება მოიგო.