სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 04
შაბათს კარდიფში უელსისა და ავსტრალიის ნაკრებების შეხვედრაში დიდ რაგბის გამოეთხოვა თანამედროვეობის საუკეთესო მელელოვე შეინ უილიამსი. 34 წლის გარემარბმა ავსტრალიას ლელოც დაუდო, თუმც უელსმა მაინც 18:24 წააგო ლეგენდარული მორაგბისთვის უკანასკნელი სანაკრებო ტესტი. ეს გუნდები ერთმანეთს წლევანდელ მსოფლიოს თასზე, მესამე ადგილისთვის მატჩშიც შეხვდნენ, უილიამსმა მაშინაც დადო ლელო და ის თამაშიც ავსტრალიამ მოიგო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 02
2 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები დაჯგუფდნენ. კენჭისყრამ ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფებში გადაანაწილა ევრო-2012-ის 16 მონაწილე. ევრო-2012 პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 8 ივნისს პოლონეთისა და საბერძნეთის მატჩით გაიხსნება, ფინალს კი 1 ივლისს კიევი უმასპინძლებს.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 02
დღეს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხელოვნების სასახლეში ჩატარდება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა. 16 მონაწილე გუნდი გადანაწილდება ოთხ ჯგუფში. უკვე ცნობილია, როგორ განითესნენ გუნდები კალათებში. პირველ კალათაში არიან: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰოლანდიის ნაკრები, აგრეთვე ევრო 2012-ის მასპინძლები უკრაინა და პოლონეთი.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 01
14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა განაცხადა, რომ 2012 ლონდონის წლის ოლიმპიადის შემდეგ თავს დაანებებს აქტიურ სპორტს. 26 წლის ამერიკელი მოცურავე ლონდონში აღარ ეცდება იმ რეკორდის გაუმჯობესებას, რომელიც წინა ოლიმპიადაზე დაამყარა. 2008 წელს პეკინში მან რვა დისციპლინაში მოიგო ოქროს მედალი და გააუმჯობესა ლეგენდარული თანამემამულის მარკ სპიცის მიერ 1972 წელს მინხენში დამყარებული რეკორდი – შვიდი ოქრო ერთ ოლიმპიადაზე.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 ნოემბერი 28
ATP-ს მსოფლიო ტური როფერ ფედერის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ლონდონში გამართული სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ფრანგი ჟო-უილფრედ ცონგა სამ სეტში დაამარცხა.ფედერერისთვის ეს ფინალი კარირაში მე-100 იყო, ხოლო ტიტული 70-ე გამოდგა. ამ გამარჯვების წყალობით შვეიცარიელმა მსოფლიო რეიტინგში მესამე საფეხურზე აინაცვლა და მეოთხეზე დააქვეითა ბრიტანელი ენდი მარეი, რომელმაც ლონდონში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 ნოემბერი 27
ლონდონში მიმდინარე სეზონის ბოლო საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩოგბურთელისთვის გამოდგა წარუმატებელი. მსოფლიოს პირველმა და მეორე ნომრებმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა ATP-ს მსოფლიო ტურზე ოთხკაციან ჯგუფებში სამი თამაშიდან ორ-ორი წააგეს და ვერ შეძლეს ნახევარფინალში გასვლა. სერბმა დასკვნითი მატჩი დათმო თანამემამულე იანკო ტიპსარევიჩთან.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 ნოემბერი 25
რაფაელ ნადალმა ლონდინში მიმდინარე სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და და ჯგუფშიდან გასვლა ვერ მოახერხა. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ყველა დიდი ტურნირი აქვს მოგებული, მაგრამ ATP-ს მსოფლიო ტურზე ვერასდროს ახერხებდა წარმატებით გამოსვლას. ამჯერად მას ნახევარფინალის საგზური აართვა ფრანგმა ჟო-უილფრედ ცონგამ, რომელთანაც ესპანელი სამ სეტში დამარცხდა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 ნოემბერი 24
ლონდონში მიმდინარე სეზონის უკანასკნელ საჩოგბურთო ტურნირზე მარცხი განიცადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. 24 წლის სერბი მეორე ტურში მოულოდნელად დამარცხდა ესპანელ დავიდ ფერერთან და ოთხკაციანი ჯგუფში მესამე, დასკვნით თამაშში თანამემამულე იანკო ტიპსარევიჩის დამარცხება მართებს ნახევარფინალში გასასვლელად. ტიპსარევიჩმა ლონდონის ტურნირზე შეცვალა ტრავმირებული ბრიტანელი ენდი მარეი და მეორე ტურში ჩეხ ტომაშ ბერდიხთან დამარცხდა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 ნოემბერი 22
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამარჯვებით გახსნა საჩოგბურთო სეზონის შემაჯამებელი ტურნირი. ლონდონში მიმდინარე "ATP-ს მსოფლიო ტურზე" სერბმა მძიმედ, სამ სეტში დაამარცხა ჩეხი ტომაშ ბერდიხი და ორ ოთხკაციან ჯგუფად დალაგებული ტურნირის პირველ ჯგუფში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. მის ჯგუფში ნომინალური პირველი ადგილი უკავია ესპანელ დავიდ ფერერს, რომელმაც მასპინძელ ენდი მარეის ორ სეტში აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 ნოემბერი 16
2012 წელს პოლონეთსა და უკრაინაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ გადანაწილდებიან გუნდები კალათებში. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 16 ნაკრები ოთხ კალათაშია განთესილი, ჯგუფებში კი 2 დეკემბერს კიევში გასამართი კენჭისყის შემდეგ გადანაწილდება, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.