სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბრაზილია 2014-ის მონაწილე გუნდები: H ჯგუფი - რუსეთი

თარიღი: 2014 ივნისი 11


რუსეთის საფეხბურთო კავშირი (Russian Football Union) 1912 წელს დაარსდა. აღდგა 1992 წელს. ფიფაში გაწევრიანდა 1912 წელს, უეფაში - 1954 წელს. ნაკრების მეტსახელია „დათვები".

რუსეთის ნაკრები 2 მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა

2 მოგება; 0 ფრე; 4 წაგება; ბურთები - 11:10

საუკეთესო შედეგი:
ჯგუფი - 1994, 2002

მწვრთნელი: ფაბიო კაპელო

რუსეთის ნაკრების სათავეში ლეგენდარული მწვრთნელი დგას.

იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით რუსებმა 2002 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ქვეყნის საფეხბურთო კავშირს ბევრი არ უფიქრია და ამ წარმატების შემდეგ ფაბიო კაპელოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც გაფორმდა კიდეც - მხარეები 2018 წლის ჩემპიონატის ჩათვლით ითანამშრომლებენ. გეცოდინებათ: ნაკრებს მომდევნო მუნდიალზე ასპარეზობა განაღდებული აქვს, რადგან ტურნირს რუსეთი მასპინძლობს.

ფაბიო კაპელო და წარმატება სინონიმებია. სამწვრთნელო კარიერის საწყის 5 სეზონში მან 4-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, ერთხელ კი ჩემპიონთა თასიც აღმართა. საერთო ჯამში კაპელომ 7-ჯერ მოიგო სერია ა, ორჯერ კი ესპანეთის პრიმერადივიზიონი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ფაბიო კაპელოს ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევროა. სამაგიეროდ, ოფიციალურადაა ცნობილი, რომ ვაჟი პიერ ფილიპო მამის აგენტია.

კაპიტანი: სერგეი იგნაშევიჩი

რუსეთის ნაკრების კაპიტანი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მცველთა შორის სახელდება. სერგეი იგნაშევიჩი 2001 წლიდან ყოველწლიურად ხვდება რუსეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 33 საუკეთესო მოთამაშეთა შორის.

დღეს ის მოსკოვის ცსკა-ს კაპიტანიცაა, მანამდე კი დედაქალაქის მეორე კლუბში, „ლოკომოტივში" თამაშობდა.

ცსკა-ს მაისურით ტანმაღალმა ფეხბურთელმა ოთხასამდე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, სამჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, ექვსჯერ აღმართა თასი, ხუთჯერ კი სუპერთასს დაეუფლა.

2005 წელს მოსკოველებმა უეფას თასი მოიგეს. იგნაშევიჩი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

2008 წელს, ავსტრია-შვეიცარიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სერგეი იგნაშევიჩი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

რუსების კაპიტანს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატებზე

თითქოს ბედისწერაა: საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსეთი საშუალო დონის გუნდებთან ხვდება, ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფური ეტაპის დაძლევა უჭირს - რუსებმა ორჯერ ითამაშეს მუნდიალზე და ფლეიოფში ერთხელაც ვერ გააღწიეს.

მიუხედავად ასეთი შედეგისა, გუნდის ერთი ფეხბურთელი მაინც შევიდა ტურნირის ისტორიაში: 1994 წელს, ამერიკაში, ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩში რუსებმა კამერუნის ნაკრები 6:1 დაამარცხეს, თავდამსხმელმა ოლეგ სალენკომ კი 5 გოლი გაიტანა! ის გახდა პირველი, ვინც ეს შეძლო. სხვათა შორის, მან ბულგარელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად მაშინ „ოქროს ბუცი" მოიგო.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.