სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბრაზილია 2014-ის მონაწილე გუნდები: H ჯგუფი - ალჟირი

თარიღი: 2014 ივნისი 11


ალჟირის ფეხბურთის ფედერაცია (Federation Algerienne de Football) 1962 წელს დაარსდა. ფიფაში გაწევრიანდა 1963 წელს, აფკ-ში - 1964 წელს. ნაკრების მეტსახელია „მელიები".

ალჟირის ნაკრები 3 მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა

2 მოგება; 2 ფრე; 5 წაგება; ბურთები - 6:12

საუკეთესო შედეგი:
ჯგუფი - 1982, 1986, 2010

მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

ბოსნია-ჰერცეგოვინის საფეხბურთო ისტორიაში ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. იუგოსლავიის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მან 1978 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მოგვიანებით კი, ქვეყნის პირველ გუნდში დაწინაურებულმა, ნაკრებში 8 გოლის გატანაც შეძლო.

ჰალილჰოჯიჩმა ფეხბურთელის კარიერა მოსტარის „ველეჟში" დაიწყო, 1981 წელს კი საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა. ის „ნანტის" და „პარი სენ-ჟერმენის" მოთამაშე გახლდათ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი და საკმაო წარმატებასაც მიაღწია.

1997 წელს, მაროკოს „რაჯა კასაბლანკასთან" ერთად მან ქვეყნის ჩემპიონატი და აფრიკის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რამაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

2011 წელს ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი ალჟირის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადებიუტო შეხვედრაში კი მისი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:1 დამარცხდა.

კაპიტანი: მაჯიდ ბუღერა

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში დაბადებულმა მაჯიდ ბუღერამ ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო, თუმცა როცა ნაკრების არჩევაზე მიდგა საქმე, იმედისმომცემმა ფეხბურთელმა ბაბუის სამშობლოს, ალჟირს მიანიჭა უპირატესობა.

მას შემდეგ ამპლუით მცველმა ბუღერამ ჯერ ალჟირის 23-წლამდელთა შორის ითამაშა, შემდეგ კი ეროვნულ გუნდში.

2008-2011 წლებში ბუღერა შოტლანდიის ყველაზე ტიტულიან კლუბში „გლაზგო რეინჯერსში" თამაშობდა. გლაზგოელებთან ერთად სამჯერ მოიგო შოტლანდიის პრემიერლიგა, თითოჯერ კი ასოციაციის და ლიგის თასები, რის შემდეგაც, 2011 წლის აგვისტოში ყატარს მიაშურა. ალჟირელთა კაპიტანი დღემდე ყატარის სტარს ლიგაში თამაშობს - კლუბ „ლეხვიას" მცველია.

იცოდით? 2010 წლის 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაში „გლაზგო რეინჯერსის" და „მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაში შოტლანდიელთა ალჟირელი მცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ალჟირი მსოფლიო ჩემპიონატებზე

რა უნდა თქვა გუნდზე, რომელმაც სამჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთხელაც ვერ გავიდა ჯგუფიდან? თითქოს არაფერი, მაგრამ ასე არაა: ალჟირელთა გამოისობით ტურნირის ისტორიაში ყველაზე უსახური შეხვედრა გაიმართა: 1982 წელს გფრ-ავსტრიის დაპირისპირებას ვგულისხმობთ, რომელიც გერმანელებმა ჰორსტ ხრუბეშის მეათე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგეს.

ჯგუფში უკანასკნელი ტურის თამაში ალჟირელებმა ხსენებულ გუნდებზე ერთი დღით ადრე ჩაატარეს, შესაბამისად, გერმანელებმა და ავსტრიელებმა მეორე დღეს იოლად გაითამაშეს შედეგი, რომლის წყალობითაც ორივე გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, ალჟირი კი ჯგუფში ჩარჩა. ხრუბეშის გოლის შემდეგ მეტოქეები მთელი 80 წუთი მოედნის შუაგულში ათამაშებდნენ ბურთს!

ყველაზე კარგი, რაც იმ ამბავს მოჰყვა, ფიფას ერთი გადაწყვეტილება იყო: მას შემდეგ ჯგუფებში უკანასკნელი ტურის მატჩები ერთ დღეს, ერთდროულად იწყება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.