სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბრაზილია 2014-ის მონაწილე გუნდები: H ჯგუფი - ბელგია

თარიღი: 2014 ივნისი 11


ბელგიის ფეხბურთის ასოციაცია (Koninklijke Belgische Voetbalbond) 1895 წელს დაარსდა. ფიფაში გაწევრიანდა 1904 წელს, უეფაში - 1954 წელს. ნაკრების მეტსახელია „დიაბლე რუჟ" (წითელი ეშმაკები).

ბელგიის ნაკრები 11 მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა

10 მოგება; 9 ფრე; 17 წაგება; ბურთები - 46:63

საუკეთესო შედეგი:
IV ადგილი - 1986

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბელგიის საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიო ჩემპიონატებზე: 1998 წელს, საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე მან მექსიკელებს ორი გოლი გაუტანა, 2002 წელს კი, კორეა-იაპონიაში ჯგუფში სამივე მეტოქესთან გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში ვილმოტსმა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე ითამაშა, მეოთხეზე, 1990 წელს, იტალიაში კი განაცხადში მოხვდა, თუმცა თამაშში არ ჩართულა.

მან ფეხბურთელის კარიერა 2003 წელს გელზენკირხენის „შალკე 04"-ში დაასრულა, სადაც 1997 წელს უეფას თასი მოიგო. იქვე დაიწყო მწვრთნელობა, 2012 წლის ზაფხულში კი ქვეყნის პირველი გუნდი ჩაიბარა და თავადაც ხედავთ, დებიუტი წარმატებული გამოუვიდა - 2002 წლის შემდეგ ბელგია პირველად მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთა შორის!

ვილმოტსის ხელმძღვანელობით, „წითელი ეშმაკები" ოფიციალურ მატჩებში არ დამარცხებულან და თუ გავითვალისწინებთ რა ჯგუფში მოხვდნენ, წესით 10-მატჩიანი წაუგებელი სერია მინიმუმ 3 შეხვედრით უნდა გაგრძელდეს.

კაპიტანი: ვინსენტ კომპანი

27 წლის ტანმაღალი ფეხბურთელი, გარდა იმისა, რომ ნაკრების კაპიტანია, ინგლისის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის „მანჩესტერ სიტის" გუნდისთავიც გახლავთ.

კომპანი 2008 წელს გადაბარგდა მანჩესტერულ კლუბში და მას შემდეგ პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად იქცა. სხვათა შორის, 2011 და 2012 წლებში ის ინგლისის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, 2012 წელს კი პრემიერლიგის უძლიერეს ფეხბურთელადაც დაასახელეს.

„მანჩესტერ სიტისთან" ერთად კომპანიმ თითოჯერ მოიგო ყველა ინგლისური ჯილდო: პრემიერლიგა, ასოციაციის, ლიგის თასები და სუპერთასი.

2011 წლის 11 ივნისს ვინსენტმა კარლა ჰიგსზე იქორწინა. ერთი წლით ადრე, 2010 წლის 10 ივნისს მათ ქალიშვილი სიენა შეეძინათ.

იცოდით? კომპანის მამა პიერი კონგოდანაა, დედა ჟოსელინი კი ბელგიელია. თავად ვინსენტი ბელგიის სამოყვარულო ლიგის D3-ის კლუბ „ბრიუსელის" თავმჯდომარეა.

ბელგია მსოფლიო ჩემპიონატებზე

„წითელი ეშმაკები" იმ ოთხ ევროპულ ნაკრებს შორის არიან, მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე რომ უთამაშიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგია უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ხშირი სტუმარია, ფიფას რეიტინგით საუკეთესო ათეულში მოხლოდ სამჯერ მოხვდა: 1986 წელს მექსიკაში გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა - მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა, 1970 და 1982 წლებში კი მეათე იყო.

1986 წლის ნაკრებში დიდებულად ითამაშეს მეკარე ჟან-მარი პფაფმა და თავდამსხმელმა იან კულემანსმა, რომელიც ამავდროულად კაპიტანიც იყო. ისინი პირველი ბელგიელები არიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.