სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბრაზილია 2014: საინტერესო ფაქტები ბრაზილიის შესახებ

თარიღი: 2014 ივნისი 12


...ძველ პორტუგალიურ ჩანაწერებში ბრაზილიას „წმინდა ჯვრის მიწად" მოიხსენიებენ, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნების მოგზაურები და ვაჭრები სამხრეთი ამერიკის უდიდეს ქვეყანას „ბრაზილიის მიწას" უწოდებდნენ.

...ბრაზილია სამხრეთი ამერიკის უდიდესი ქვეყანაა, მსოფლიოში კი მეხუთეა როგორც ფართობის, ასევე მოსახლეობის მხრივ. ბრაზილიელთა უმრავლესობა კათოლიკეა.

...1815 წლამდე ბრაზილია პორტუგალიის კოლონია იყო. 1822 წელს ბრაზილიის იმპერია შეიქმნა, 1889 წელს კი ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა.

...სახელმწიფო ენა პორტუგალიურია, რომელზეც მოსახლეობის 92% საუბრობს. რამდენიმე რეგიონში ფრანგული, ინგლისური და ესპანურიცაა გავრცელებული.

...სახელმწიფო დროშა 1889 წლის 15 ნოემბერს დამტკიცდა. მწვანე ფონი ტროპიკული ტყეების და თვალუწვდენელი ველების სიმბოლოა, ყვითელი რომბი ოქროს, სიმდიდრეს გამოხატავს, ლურჯი სფერო თეთრი ზოლით და ვარსკვლავებით კი სიმბოლურად უღრუბლო ღამის ცას შეესატყვისება. ლურჯ წრეს 27 ხუთქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს - ქვეყანა სწორედ ამდენი შტატისგან შედგება. წარწერა „Ordem e Progresso" ქართულად წესრიგს და წინსვლას ნიშნავს.

...ბრაზილიაში 8 სახელმწიფო დღესასწაულია: 1 იანვარი - ახალი წელი; 21 აპრილი - მინას შეთქმულების მსხვერპლთა დღე; 1 მაისი - მშრომელთა დღე; 7 სექტემბერი - დამოუკიდებლობის დღე; 12 ოქტომბერი - ქვეყნის მფარველის დღე; 2 ნოემბერი - გარდაცვალებულთა მოხსენიების დღე; 15 ნოემბერი - რესპუბლიკის გამოცხადების დღე; 25 დეკემბერი - შობა.

...უდიდესი ქალაქია სან პაულუ, რომლის მოსახლეობა 11 მილიონ 300 ათასზე მეტია. ტურისტებისთვის საყვარელი რიო დე ჟანეირო 6 მილიონ 300 ათაზე მეტი მოსახლით მეორეა, მესამე ადგილზე კი ბაიას შტატის დედაქალაქი სალვადორია - 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. დედაქალაქი ბრაზილია მეოთხეა - 2609997.

...ბრაზილიური ყავა ქვეყნის სიმბოლოა - ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია. ბრაზილიელთა საყვარელი სასმელია კაშაკაც, ერთგვარი ლიქიორი, ისევე როგორც კოქტეილი კაიპირინია.

...რიოს კარნავალი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ტურისტებს ძალიან უყვართ ბრაზილიის სტუმრობა. კარნავალი სამბას სკოლებს შორის შეჯიბრებაა - ექსტრავაგანტულ კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეები რამდენიმე დღის განმავლობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. 2011 წელს რიოს კარნავალს 4,9 მილიონი ადამიანი დაესწრო, რომელთაგან ნახევარი მილიონი ტურისტი იყო.

...ქრისტეს ქანდაკება, იგუასუს ჩანჩქერები და მდინარე ამაზონი - ესაა სამი ყველაზე პოპულარული ადგილი, რომელიც ტურისტებს იზიდავს. ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში, კორკოვადოს მთის წვერზე, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე დგას და მთელ ქალაქს გადაჰყურებს. მისი სიმაღლე 39,6 მეტრია. იგუასუს ჩანჩქერი ამავე სახელწოდების მდინარის შემადგენელი ნაწილია, ბრაზილიის და არგენტინის საზღვარზე. ჩანჩქერი 275 წყალვარდნილისგან შედგება, უმაღლესის სიმაღლე კი 82 მეტრია. ამაზონი მეორე უდიდესი მდინარეა მსოფლიოში და ოფიციალური ინფორმაციით, მასში 3 ათასზე მეტი თევზის ნაირსახეობა ბინადრობს.

...ბრაზილიელთა საყვარელი სპორტის სახეობა ფეხბურთია, შემდეგ კი ფრენბურთი, ფორმულა 1, კალათბურთი და ეროვნული საბრძოლო ხელოვნება კაპოეირა მოდის. ფეხბურთსა და ფრენბურთში ბრაზილია მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. 1994 წელს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ნაკრებმა იმავე წლის გაზაფხულზე ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული ავტომრბოლის აირტონ სენას ხსოვნას მიუძღვნა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.