სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბრაზილია 2014: იცოდით?

თარიღი: 2014 ივნისი 12


...ბრაზილია საიუბილეო, XX მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

...ბრაზილია სამხრეთი ამერიკის პირველი ქვეყანაა, რომელიც მეორედ მიიღებს უდიდეს საფეხბურთო შეჯიბრებას, ისტორიაში კი მეხუთე მექსიკის, იტალიის, საფრანგეთის და გერმანიის შემდეგ.

...სამხრეთი ამერიკა მეხუთედ უმასპინძლებს ჩემპიონატს. წინა ოთხ შემთხვევაში ფიფას ოქროს თასი კონტინენტზე დარჩა: 1930 წელს ურუგვაიში ურუგვაელებმა გაიმარჯვეს, 1950 წელს ბრაზილიაში ისევ მათ, 1962 წელს ჩილეში ბრაზილიელებმა, 1978 წელს არგენტინაში კი მასპინძლებმა.

...მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგება 8 გუნდმა შეძლო. ბრაზილია-2014 პირველი მუნდიალია, რომლის საგზურიც ყველა წინა ჩემპიონმა მოიპოვა.

...ფიფამ ბრაზილია მასპინძლად 2007 წლის 30 ოქტომბერს დაასახელა. ამ გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ პირველად გაიმართებოდა ზედიზედ ორი მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის მიღმა.

...ბრაზილია 2014-ის საპრიზო ფონდი ასე გადანაწილდება: ჯგუფური ტურნირის მონაწილეები თითქმის 8 მილიონ დოლარს მიიღებენ; 1/8-ფინალისტები - 9 მილიონს; 1/4-ფინალისტები - 14 მილიონს. მეოთხე ადგილზე გასული გუნდის საბანკო ანგარიში 20 მილიონით შეივსება, ბრინჯაოსმედალოსნის კი 22-ით. ფინალში დამარცხებულისთვის 25 მილიონი დოლარია განკუთვნილი, ჩემპიონისთვის კი 35. კლუბებს, რომელთა ფეხბურთელები მუნდიალზე ითამაშებენ, ფიფა საერთო ჯამში კომპენსაციის სახით თითქმის 70 მილიონ დოლარს გადაუხდის. ბრაზილია 2014-ის საერთო საპრიზო ფონდი პირველად აჭარბებს ნახევარ მილიარდს - 576 მილიონია. შედარებისთვის: სამხრეთი აფრიკა 2010-ზე ფიფამ 420 მილიონი დახარჯა.

...ეს მსოფლიო ჩემპიონატი უძვირესია: ბრაზილიის ხელისუფლებამ ტურნირის სათანადო დონეზე მისაღებად 16 მილიარდი დოლარი დახარჯა! შედარებისთვის: სამხრეთი აფრიკაში გამართული ტურნირის საერთო ღირებულება 4 მილიარდია, გერმანია 2006-ის კი 6 მილიარდი. ეს თანხა სპორტული არენების რეკონსტრუქციის გარდა გზების, მეტროს, აეროპორტების, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო სისტემის და კვების ობიექტების მოდერნიზებისთვის დახარჯულ თანხასაც შეიცავს.

...მუნდიალის ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები ბრაზილიაა, რომლის ფასიც 508,7 მილიონი დოლარია. „სელესაოს" თითო მოთამაშის ფასი 22 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი მეორეა (504 - 21,9), არგენტინა კი მესამე (475,2 - 20,7). ყველაზე „იაფი" გუნდი კოსტა-რიკის ნაკრებია, რომლის საერთო ღირებულება 20,8 მილიონია, ერთი წევრის საშუალო ფასი კი 900 ათასი.

...ბრაზილია 2014-ს 20 სპონსორი ჰყავს, რომელიც ფიფამ 3 კატეგორიად დაჰყო. ყველაზე მნიშვნელოვან, ფიფას პარტნიორთა შორის არიან: ადიდასი, კოკა-კოლა, ჰიუნდაი/კია მოტორსი, ემირეითსი, სონი და ვიზა. მეორე პაკეტია „მსოფლიო თასის სპონსორები": ბუდვაიზერი, კასტროლ ფუტბოლი, კონტინენტალი, ჯონსონ ენდ ჯონსონი, მაკდონალდსი, ოი, მოი პარკი, ინგლი სოლარი. მესამე, „მსოფლიო თასის ნაციონალური სპონსორები" არიან: აპექსბრაზილი, კენტაურო, გაროტო, იტაუ, ლიბერთი სეგუროსი, ვაიზ აპი.

...მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად გამოიყენებენ გოლის დამდგენ ტექნოლოგიას. სამხრეთი აფრიკა 2010-ზე მსაჯების რამდენიმე უხეში შეცდომის გამო არჩათვლილი გოლის შემდეგ ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. ტექნოლოგია ფიფას ეგიდით ჩატარებულ 3 ტურნირზე - 2012 და 2013 წლების ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2013 წლის ფიფას კონფედერაციათა თასი - წარმატებით გამოსცადეს, რის შემდეგაც ბრაზილიაში მისი გამოყენება გადაწყდა. 2013 წლის ოქტომბერში ფიფამ გერმანულ კომპანია GoalControl-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ტურნირს სპეციალური აპარატურით მოემსახურება.

...მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მსაჯებს აორთქლებადი საღებავის გამოყენების უფლება მიეცათ. წყლის შემცვლელ სითხეს მსაჯები სტანდარტული სიტუაციებისას გამოიყენებენ, მაგალითად სტანდარტული სიტუაციის დროს ცოცხალი კედლის აღმართვის ადგილის მოსანიშნად. სითხე დაახლოებით წუთში ორთქლდება და კვალს არ ტოვებს. ფიფამ ეს ნოვაცია შარშან სამ ტურნირზე გამოსცადა: 17 და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

...ფიფას გადაწყვეტილებით, მსაჯებს უფლება აქვთ მატჩები 3-ჯერ შეაჩერონ, თუ ამის საჭიროება იქნება. ეს ნაბიჯი სპეციპიკური კლიმატის გათვალისწინების გამო გადადგა. ასეთი შესვენების დროს მოთამაშეებს მინდვრიდან გაუსვლელად დასვენების და წყლის დალევის უფლება ექნებათ.

...ჯგუფურ ტურნირში ადგილები ამ მაჩვენებლების საფუძველზე განაწილდება: 1 - დაგროვილი ქულები, 2 - ბურთების სხვაობა, 3 - მეტი გატანილი გოლი, 4 - ურთიერთშეხვედრაში მეტი ქულა, 5 - თანაბარქულიან გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში ბურთების უკეთესი სხვაობა, 6 - თანაბარქულიან გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში მეტი გატანილი გოლი, 7 - ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის წილისყრა.

...წელს, 24 იანვარს ოფიციალურად გაცხადდა, რომ ბრაზილია 2014-ის ჰიმნია კომპოზიცია „We Are One" - „ჩვენ ერთნი ვართ". მას მომღერლები პიტბული, ჯენიფერ ლოპესი და კაუდია ლეიტე ასრულებენ. მუნდიალის სლოგანია „Juntos num so ritmo" - „ყველა ერთ რიტმში".

...ბრაზილია 2014-ის საორგანიზაციო კომიტეტში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მსოფლიოს 5 ჩემპიონი მუშაობს: მარიო ზაგალო (1958, 1962, 1970 - მწვრთნელი); ამარილდო (1962); კარლოს ალბერტო (1970); ბებეტო (1994) და რონალდო (1994, 2002). საორგანიზაციო კომიტეტშია მარტაც, ფიფას მიერ ზედიზედ ხუთჯერ წლის საუკეთესო ქალ მოთამაშედ აღიარებული თავდამსხმელი.

...პოპულარული ამერიკული მულტსერიალის - The Simpsons - ავტორებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატს რიგით 30-ე სერია მიუძღვნეს. ტელემაყურებელმა მულტფილმი სახელწოდებით „მსაჯივით ცხოვრება აუცილებელი არაა" მარტში იხილა.

...ბრაზილია 2014-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მოხალისეთა 152101 განაცხადი მიიღო. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით, ეს თითქმის ორჯერ მეტია. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოხალისეთა შორის 6500 უცხოელია.

...გერმანიის ნაკრებისთვის ჯგუფში პირველივე მატჩი პორტუგალიელთა წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე საიუბილეო, მეასე იქნება! ბუნდესნაკრები გახდება პირველი, რომელიც ტურნირზე 100 მატჩს ჩაატარებს! ბრაზილიის ნაკრებს ამ ნიშნულის მისაღწევად 1/8-ფინალში გასვლა სჭირდება - „სელესაომ" მუნდიალზე აქამდე 97 შეხვედრა ჩაატარა.

...ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები ტურნირის ერთადერთი დებიუტანტია. ბოსნია-ჰერცეგოვინა და ჰონდურასი ბრაზილია 2014-ის ორადორი გუნდია, ვისაც მუნდიალზე შეხვედრა არ მოუგია. ჰონდურასმა ტურნირზე ორჯერ ითამაშა: 1982 და 2010 წლებში.

...1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოხდა, რომ სკანდინავიის ერთმა ქვეყანამაც ვერ მოახერხა ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.