სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ფეხბურთი: ალფრედო დი სტეფანო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

თარიღი: 2014 ივლისი 08


რაიმონ კოპა, დონ სანტიაგო ბერნაბეუ, ალფრედო დი სტეფანო და ფრანსისკო ხენტო (ფოტო: UEFA.com)

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო გუშინ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. „თეთრი ისარი" მადრიდში, გრეგორიო მარანიონის სახელობის უნივერსიტეტის მთავარ ჰოსპიტალში გუშინწინ გულის შეტევის შემდეგ მოათავსეს, მოგვიანებით მდგომარეობა გაუარესდა, გუშინ საღამოს კი დი სტეფანო გარდაიცვალა.

„მადრიდის რეალი მწუხარებით იუწყება, რომ კლუბის საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო გარდაიცვალა. რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და დირექტორთა საბჭოს წევრები უთანაგრძნობენ განსვენებულის შვილებს, ოჯახს მეგობრებს და რეალის გულშემატკივრებს", - ნათქვამია სამეფო კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„ძალიან დამამწუხრა და გული დამწყვიტა ალფრედო დი სტეფანოს გარდაცვალებამ. მან წარუშლელი კვალი დატოვა ევროპულ ფეხბურთში", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დი სტეფანოს გარდაცვალებას. 2004 წელს, უეფას ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის 1954-2004 წლების საუკეთესო მოთამაშედ სწორედ დი სტეფანო დაასახელა.

კარიერის საუკეთესო წლები მან მადრიდის რეალში გაატარა, სადაც 1953-1964 წლებში ითამაშა. ესპანურ კლუბში მან 396 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 307 გოლი გაიტანა და უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონატი 8-ჯერ, ჩემპიონთა თასი 5-ჯერ და საკონტინენტთაშორისო თასი.

1954, 1956, 1957, 1958, 1959 წლებში „თეთრი ისარი" პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 1957, 1959, 1960 და 1964 წლებში ესპანეთის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად აღიარეს, 1958 და 1962 წლებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, 1957 და 1962 წლებში კი ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და „ოქროს ბურთით" დააჯილდოვა.

1989 წელს „ფრანს ფუტბოლმა" ალფრედო დი სტეფანოს „სუპერ ოქროს ბურთი" გადასცა. სპეციალურ გამოკითხვაში რეალის ლეგენდამ იოჰან კრუიფს და მიშელ პლატინის აჯობა. 1999 წელს ფრანგულმა ჟურნალმა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა. დი სტეფანო პელეს, დიეგო მარადონას და იოჰან კრუიფის შემდეგ მეოთხე იყო.

ალფრედო დი სტეფანო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ხუთ ფინალში მოახერხა გოლის გატანა. ამავდროულად, მისი შედეგი - 49 გოლი - 2005 წლამდე ტურნირის რეკორდი იყო.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.