სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ფეხბურთი: მიროსლავ კლოზემ რონალდოს რეკორდი გააუმჯობესა

თარიღი: 2014 ივლისი 09


მიროსლავ კლოზე, მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი (ფოტო: FIFA.com)

გუშინ, 8 ივლისს, ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტეში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ტურნირის ახალი რეკორდი დამყარდა: გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ მასპინძლებთან 7:1 მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კლოზეს აქტივში 16 გოლია - მან ერთი ბურთით გაასწრო რონალდოს, რომელიც გუშინ ტელეკომენტატორი გახლდათ.

36 წლის ფორვარდმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე პირველად 2002 წელს ითამაშა კორეა-იაპონიაში, სადაც 5 გოლი გაიტანა. ოთხი წლის შემდეგ ის ამდენივე გოლით მუნდიალის ბომბარდირი გახდა, 2010 წელს, სამხრეთი აფრიკაში კი 4 გოლი შეაგდო და ლეგენდარულ თანამემამულე გოლეადორს გერდ მიულერს გაუთანაბრდა.

დღეს მიროსლავ კლოზე არა მარტო მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია, ის გერმანიის ნაკრების ყველა დროის გოლეადორიც გახლავთ 71 გოლით. ამავდროულად, ის ერთადერთია, რომელმაც მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა. წარმოშობით პოლონელი გოლეადორი იმითაც გამორჩეულია, რომ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი. ამ მხრივ ის პელეს და უვე ზეელერის მხარდამხარ დგას.

ბრაზილიასთან მოგებული ისტორიული ნახევარფინალი ბუნდესნაკრების ბომბარდირისთვის კიდევ ერთი ფაქტით გახლავთ აღსანიშნავი: კლოზემ 23-ე შეხვედრა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და იტალიელ პაოლო მალდინის გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ ლოთარ მათეუსია 25 მატჩით.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.