სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩოგბურთი: როჯერ ფედერერის 83-ე ტიტული და მე-1000 გამარჯვება!

თარიღი: 2015 იანვარი 12


როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება ბრისბენში იზეიმა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა 2015 წელი დიდებულად დაიწყო: ბრისბენის ტურნირის ფინალში მილოშ რაონიჩს აჯობა, 83-ე ტიტული მოიპოვა და რაც მთავარია, პროფესიულ კარიერაში საიუბილეო, მე-1000 გამარჯვება იზეიმა!

„რა თქმა უნდა, ეს გამორჩეული დღეა ჩემს კარიერაში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე-1000 გამარჯვება მთავარი მიზანი იყო. ეს დიდებული მიღწევაა, მიხარია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის დიდი სლემის ტურნირებია", - განაცხადა ფედერერმა ავსტრალიის მოახლოებული ღია პირველობის წინ.

როჯერ ფედერერი მხოლოდ მესამე ჩოგბურთელია, რომელმაც 1000-ჯერ დატოვა კორტი გამარჯვებულმა. მასზე წინ ამერიკელი ჯიმი კონორსი (1253) და ამერიკის მოქალაქეობამიღებული ჩეხოსლოვაკიელი ივან ლენდლი არიან (1071). სხვათა შორის, მოგებული ტურნირების მიხედვით ფედერერი მხოლოდ ამ ორ მოთამაშეს ჩამორჩება. შვეიცარიელის აქტივში 83 ტიტულია, კონორსი პირველია 109 გამარჯვებით, ლენდლი კი მეორე 94 ტრიუმფით.

33 წლის ალპელი, რომელმაც პროფესიონალურ ტურში 88 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ბრისბენის ტურნირზე გამარჯვებით პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 15 წლის განმავლობაში შეძლო მინიმუმ ერთი ტიტულის მოგება. პირველი გამარჯვება როჯერმა 2001 წლის 4 თებერვალს მილანში ჭერქვეშა ტურნირზე იზეიმა, სადაც ფრანგ ჟულიენ ბუტერს აჯობა.

სამინისტროს
პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.